Thumbnail

ნეიმარი და ვინისიუსი - ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა გაირკვა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ტიტემ ბრაზილიის ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა
  • "სელესაო" ვენესუელას და ურუგვაის შეხვდება

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოესი ორი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

"სელესაო" 14 ნოემბერს სან პაულუში ვენესუელას უმასპინძლებს, ხოლო 17 ნოემბერს, მონტევიდეოში ურუგვაის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ალისონი (ლივერპული, ინგლისი), ედერსონი (მანჩესტერი სიტი, ინგლისი), ვევერტონი (პალმეირასი)

მცველები: ალექს ტელესი (მანჩესტერი, ინგლისი), დანილო (იუვენტუსი, იტალია), გაბრიელ მენინო (პალმეირასი), რენან ლოდი (ატლეტიკო, ესპანეთი), ედერ მილიტაო (რეალი, ესპანეთი), მარკინიოსი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), როდრიგო კაიო (ფლამენგო), ტიაგო სილვა (ჩელსი, ინგლისი)

ნახევარმცველები: არტური (იუვენტუსი, იტალია), კაზემირო (რეალი, ესპანეთი), დუგლას ლუისი (ასტონ ვილა), ევერტონ რიბეირო (ფლამენგო), ფაბინიო (ლივერპული, ინგლისი), ფილიპე კოუტინიო (ბარსელონა, ესპანეთი)

თავდამსხმელები: ევერტონი (ბენფიკა, პორტუგალია), გაბრიელ ჟესუსი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ნეიმარი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), რიშარლისონი (ევერტონი, ინგლისი), რობერტო ფირმინო (ლივერპული, ინგლისი), ვინისიუსი (რეალი, ესპანეთი)

შეგახსენებთ, რომ სამხრეთამერიკაში მუნდიალის შესარჩევი ეტაპი სექტემბერში დაიწყო. ბრაზილიის ნაკრებმა საწყისი 2 მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილს არგენტინასთან ერთად ლიდერობს.

კომენტარები

ბოლო ამბები