Thumbnail

'მზად ვარ, მოვკვდე' - გეიჯიმ პირობა დადო, რომ ხაბიბს არ დანებდება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

შერეული ორთაბრძოლების ამერიკელმა მებრძოლმა ჯასტინ გეიჯიმ განაცხადა, რომ არ აპირებს დანებებას იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მსუბუქ წონაში UFC-ის ქამრის მფლობელი, რუსი ხაბიბ ნურმაგომედოვი მისთვის მახრჩობელა ილეთის გაკეთებას მოახერხებს.

შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს, აბუ დაბიში, დაპირისპირება "მებრძოლთა კუნძულზე" ერთმანეთს ხაბიბ ნურმაგომედოვი და ჯასტინ გეიჯი უნდა დაუპირისპირდნენ. 

“არ დავნებდები, თუკი მახრჩობელა ილეთს გამიკეთებს. დაძინება საშიში არაა, მაგრამ თუკი სიკვდილი მიწერია, დაე, მოსახდენი მოხდეს. მზად ვარ”, - ამბობს ბრძოლის წინ ამერიკელი. 

ჯასტინ გეიჯიმ მაისში ტონი ფერგიუსონს სძლია, სულ კი MMA-ში გამართულ 24 ბრძოლაში 22 მოგება და 2 მარცხი აქვს. ხაბიბ ნურმაგომედოვის ბოლო მეტოქე ჯასტინ პორიე იყო, რომელიც 2019 წლის სექტემბერში დაამარცხა. რუსმა სპორტსმენის ანგარიშზე შერეულ ორთაბრძოლებში ჩატარებული 28 ბრძოლა და ამდენივე გამარჯვებაა.

კომენტარები

ბოლო ამბები