Thumbnail

თამაში, რომელსაც მთელი საფეხბურთო სამყარო მოუთმენლად ელის ხოლმე, წელს ისეთი ვერ იქნება, როგორიც ყოველთვის იყო. არა, ფეხბურთი უხარისხო არ უნდა იყოს, რადგან ერთმანეთს ბარსელონა და რეალი ეთამაშებიან და ეს 'ელ კლასიკოა'. ვგულისხმობთ იმას, რომ ბარსა-რეალი ცარიელი ტრიბუნების ფონზე 'ის' ბარსა-რეალი ვერ იქნება. და ამას ისიც ემატება, რომ ორივე გუნდში ცუდი განწყობაა. თუმცა ფაქტია, მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება 'ნოუ კამპისკენ' იქნება მიმართული.

სუპერმატჩს ევროპაბეთი სუპერ-აქციით ხვდება, შაბათს 12:00-დან 23:59 საათამდე ჩარიცხულ 20 ლარზე იმავე თანხას მოთამაშე ბონუსად მიიღებს. 

ორივე გუნდში გარდამავალი ხანაა. ეს არ არის ის ბარსელონა, რაც უახლოეს წარსულში იყო და არც ის რეალი. ამას შედეგებიც ამტკიცებს. გასულ ტურში ორივემ წააგო. რეალი შინ კადისთან უსახური ფეხბურთით ვერაფერს გახდა, ხოლო ბარსელონა ხეტაფესთან დამარცხდა (ორივემ 0:1). მერე იყო ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩები, სადაც 'სამეფო გუნდმა' მორიგი კრახი განიცადა და დონეცკის შახტართან ისევ შინ წააგო, თან პირველი ტაიმის შემდეგ 0:3-ზე ნადგურდებოდა. როგორც ესპანური მედია წერს, ფლორენტინო პერესმა ზინედინ ზიდანს ორი თამაში მისცა ვითარების გამოსასწორებლად. ზედიზედ ორი წაგების მერე როგორი გავლენა ექნება ‘ელ კლასიკოში’ მარცხს, ამას ბევრი მსჯელობა ალბათ არ სჭირდება. ასე რომ, "ზიზუს" სამსახურის შენარჩუნებისთვისაც უწევს ბრძოლა.

აი, ბარსელონამ კი ჩემპიონთა ლიგაზე განწყობა ნამდვილად გამოიკეთა და ვითარებაც გამოასწორა, რადგან უნგრული ფერენცვაროში 5:1 გაანადგურა და 2 გოლი რიცხობრივ უმცირესობაშიც გაუტანა (ხერარდ პიკეს გაძევების შემდეგ). მაინცდამაინც რეალ მადრიდთან 'ელ კლასიკოს' წინ, ბარსელონას დაცვის შეფმა ჟერარდ პიკემ დუმილი დაარღვია. მან ბევრ რამეზე ისაუბრა - მათ შორის, კატალონიური გრანდის ხელმძღვანელებს ლიონელ მესის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო შეუტია. პიკე შეფებს ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლების გამოც აკრიტიკებს. ასევე მას უკვირს, რომ ბარსაში კლუბის ყოფილი ლეგენდები არ მუშაობენ - მაგალითად, პეპ გვარდიოლა ან კარლეს პუიოლი.

ფაქტია, ბარსელონაშიც და რეალშიც ყველაფერი ჩამოყალიბებული ჯერაც არაა და გუნდები საკუთარი თავის ძიებაში არიან. ისიც არის, რომ ამ გუნდების შემადგენლობები ძველებურად ვარსკვლავური აღარ არის, რამაც, სხვათა შორის, ‘ელ კლასიკოებს’ ბოლო დროს კვალი დაატყო.

რეალს ერთი კვირის წინ კაპიტანი სერხიო რამოსი დაუშავდა, რომელსაც შახტართან არც უთამაშია. თუმცა, კაპიტანი ბარსასთან ითამაშებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. სამაგიეროდ, ნამდვილად ვერ ითამაშებს ედენ აზარი. ბელგიელმა ლაზარეთს თავი ვერაფრით დააღწია და მისი უიღბლობა დაუსრულებლად გრძელდება. საკადრო პრობლემები ბარსელონაშიცაა, თუმცა უკვე ნაცნობი პრობლემები - მარკ-ანდრე ტერ შტეგენი კარგა ხანია ვერ თამაშობს და მას ისევ ბრაზილიელი ნეტო შეცვლის. დაცვის მარცხენა ფლანგზე ჟორდი ალბას თამაშიც გამორიცხულია.

ბოლო 'ელ კლასიკო' რეალმა მოიგო

საინტერესო ფაქტები

⚽ ლა ლიგაში გამართულ ბოლო ორ ‘ელ კლასიკოში’ ბარსელონამ გოლიც ვერ გაიტანა. ისტორიაში მხოლოდ ერთხელ მოხდა, რომ ბარსამ რეალს ზედიზედ სამ მატჩში გოლი ვერ გაუტანა (1957 წლის მარტიდან 1958 წლის თებერვლამდე)

⚽ ბარსელონას ‘ელ კლასიკოში’ 399 გოლი აქვს გატანილი და შეუძლია 400 გოლს მიაღწიოს.

⚽ რეალს ბოლო ორი დაპირისპირება ბარსელონასთან არ წაუგია და გოლიც არ გაუშვია. სამეფო გუნდს შანსი აქვს, 2008 წლის მაისის შემდეგ, ლა ლიგაში ზედიზედ მე-2 ‘ელ კლასიკო’ მოიგოს.

⚽ რეალმა სეზონში პირველი წრის ‘კლასიკო’ ბოლო 12 შემთხვევიდან ერთხელ მოიგო - 2014 წლის ოქტომბერში 3:1 (3 ფრე, 8 წაგება). კონკრეტულად 'კამპ ნოუზე' კი პირველ წრეში ბოლოს 2007 წლის დეკემბერში, ჟულიო ბაპტიშტას გოლით იმარჯვა.

⚽ ბარსას ლა ლიგის ბოლო ორი თამაში არ მოუგია (1 ფრე, 1 წაგება) და უკანასკნელად ლა ლიგაში მიჯრით 3-მატჩიანი მოუგებელი სერია 2018 წლის სექტემბერში ჰქონდა (2 ფრე, 1 წაგება).

⚽ რეალმა ლა ლიგის გასულ ტურში კადისთან წააგო (0:1) და ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ 2-ჯერ ბოლოს 2018/19 წლების სეზონში დამარცხდა (სოსიედადთან 1:3 და ბეტისთან 0:2).

⚽ ლიონელ მესი ‘ელ კლასიკოების’ ბომბარდირია 26 გოლით. მას ყველაზე მეტი გოლი აქვს ამ გუნდების ლა ლიგურ დაპირისპირებებში (18) და კამპ ნოუზეც (7).

⚽ მესის რეალის წინააღმდეგ 425-წუთიანი მშრალი სერია აქვს, რაც ‘კლასიკოებში’ მისთვის ყველაზე ცუდი მეორე სერიაა (522 წუთის შემდეგ).  მადრიდის რეალთან არგენტინელის ბოლო 16 დარტყმა უშედეგო გამოდგა (მათ შორის 6 კარში).

⚽ რონალდ კუმანისთვის მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი ‘ელ კლასოკია’ და ამ დაპირისპირების ისტორიაში მე-7 ნიდერლანდელი მწვრთნელი გახდება. წინა 6-დან მხოლოდ ლუის ვან გაალმა მოახერხა სადებიუტო ‘ელ კლასიკოს’ მოგება (1997 წლის ნოემბერში, მადრიდში 3:2). დანარჩენების სადებიუტო თამაშების შედეგები ასეთია - 3 ფრე, 2 წაგება.

⚽ ზინედინ ზიდანს მთავარი მწვრთნელის რანგში 9 ‘ელ კლასიკოდან’ მხოლოდ 2 აქვს წაგებული (4 მოგება, 3 ფრე). კამპ ნოუზე კი 4 თამაშიდან 2 მოიგო.

⚽ რეალმა მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა (ყველა ტურნირზე), 3 მოიგო, 2 წააგო და ერთხელ ფრე  ითამაშა. ხსენებულ შეხვედრებში 2-ჯერ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და ასევე 2-ჯერ გაიტანა ორივე გუნდმა.

⚽ ბარსელონას ამ სეზონში 5 თამაში აქვს ჩატარებული - 3 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება. ხსენებულ შეხვედრებში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებაში მხოლოდ ერთხელ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და აგრეთვე ერთხელ მოახერხა ორივე გუნდმა გატანა.

⚽ ლა ლიგაში ეს გუნდები ერთმანეთს 182-ედ შეხვდებიან. რეალი მინიმალურ უპირატესობას ფლობს - 73 მოგება, 72 წაგება და 36 ფრე.

⚽ საერთ ჯამში ეს იქნება 245-ე ‘ელ კლასიკო’. საინტერესოა, რომ ესპანური ფეხბურთის ორივე გიგანტმა 96-96 მატჩის მოახერხა, ხოლო დანარჩენი შეხვედრებში ფრედ დასრულდა.

⚽ მადრიდელებს ბარსა კამპ ნოუზე 2016 წლის აპრილის შემდეგ არ დაუმარცხებიათ, ხოლო კატალონელებს შინ სამეფო გუნდი ბოლოს 2018 წლის ოქტომბერში ჰყავთ დამარცხებული.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-2-3-1): ნეტო - სერხი რობერტო, პიკე, ლენგლე, დესტი - დე იონგი, ბუსკეტსი - ანსუ ფატი, კოუტინიო, ტრინკანი - მესი
ტრავმა: ალბა, უმტიტი, ტერ შტეგენი

რეალი (4-3-3): კურტუა - ნაჩო, ვარანი, სერხიო რამოსი, მენდი - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ვინისიუსი, ბენზემა, ასენსიო
ტრავმა: კარვახალი, აზარი, ედეგორი

კომენტარები

ბოლო ამბები