Thumbnail

სტამანს მერაბ დვალიშვილთან ბრძოლა არ სურს - მიზეზი არამარტო COVID 19-ია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მერაბ დვალიშვილის მეტოქე კოდი სტამანს კორონავირუსი აღმოაჩნდა
  • UFC-ის ქართველ მებრძოლს იმედი აქვს, რომ მეტოქეს მალე შეურჩევენ

UFC-ის ქართველი მებრძოლის მერაბ დვალიშვილის ბრძოლა  კოდი სტამანთან, რომელიც 5 დეკემბერს უნდა გამართულიყო, ჩაიშალა. ამის მიზეზი ისაა, რომ მერაბის მეტოქეს კორონავირუსი აღმოაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლამდე თვეზე მეტია, სტამანს მერაბის წინააღმდეგ გასვლა მაინც არ სურს.

"სამწუხარო სიახლე გვაქვს - ჩემს მოწინააღმდეგე კოდი სტამანს COVID 19 დაუდასტურდა და ჩვენი ბრძოლა გაუქმებულია. ბრძოლამდე თვეზე მეტია დარჩენილი, მაგრამ როგორც UFC-ის მატჩმეიკერებმა მითხრეს, გამოჯანმრთელების შემთხვევაშიც, სტამანს არ სურს ეს ბრძოლა შედგეს.

სამწუხაროა, თუმცა მატჩმეიკერები დამპირდნენ, რომ 5 დეკემბრისთვის ახალ მოწინააღმდეგეს შემირჩევენ, რომელიც იმედია, ისევ TOP 10-ის მებრძოლი იქნება. უბრალოდ, ახლა ყველა გეიჯისა და ხაბიბის ბრძოლაზეა გადართული და ალბათ, სამშაბათის შემდეგ გავიგებთ, ვინ იქნება ჩემი ახალი მოწინააღმდეგე და როგორც კი დაინიშნება ბრძოლა, აუცილებლად გამოვაქვეყნებ სიახლეს", - ამბობს დვალიშვილი.  

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა UFC-ში საწყისი ორი ორთაბრძოლა დათმო, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ხუთი გამარჯვება იზეიმა და ახლა ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელი მერვე შეხვედრისთვის ემზადება. 29 წლის ქართველმა მებრძოლმა ბოლოს ჯონ დოდსონის დამარცხება მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები