Thumbnail

20-22 ოქტომბერს ევროპის ორი საერთაშორისო საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპი დაიწყო, სხვებთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე და ევროპალიგაზე (მინიმუმ ზამთრის სატრანსფერო პაუზამდე) 7 ქართველი ლეგიონერი ითამაშებს. მათგან სამი უკვე შეუდგა საქმეს...

ჩემპიონთა ლიგაზე დავით ხოჭოლავას შახტარმა დიდი სენსაცია მოახდინა, სტუმრად 3:2 დაამარცხა მადრიდის რეალი. ხოჭოლავამ დიდებულად ითამაშა. ის "ინსტატის" მონაცემებით მეორე იყო გუნდში 338 ქულით. დავითი ჰაერში ბატონობდა - ორთაბრძოლების 86% მოიგო, ამას დავუმატოთ 15 ჩაჭრა. "გუშინ მისი ვარსკვლავური საათი იყო", - წერს football.ua-ზე ერთ-ერთი ფანი და მას თითქმის ყველა ეთანხმება. whoscored.com-მა ხოჭოლავას 6.8 ქულა დაუწერა.

ლაშა დვალის ფერენცვაროში "კამპ ნოუზე" ბარსელონასთან 1:5 განადგურდა (თანაც, ბარსა 10 კაცით როცა დარჩა, ორი გოლი გაიტანა). ქართველი მცველი სათადარიგო იყო. 

ევროპალიგის პირველ ტურში ქართველთა ვოლფსბერგერი შინ 1:1 დაუზადა მოსკოვის ცსკა-ს. გურამ გიორბელიძე ტრავმირებულია და ჯერაც ელის ავსტრიულ კლუბში დებიუტს. ლუკა ლოჩოშვილმა კი ითამაშა და ძალიან კარგადაც. მართალია, მოსკოველთა გოლის დროს უკეთ მართებდა თამაში, მაგრამ დანარჩენ შემთხვევებში ძალზე დამაჯერებელი იყო დაცვაში. სხვათა შორის, რუსთა რიგებში 90 წუთი ითამაშა ქართული წარმოშობის მარადიშვილმა. ლოჩოშვილმა whoscored.com-გან 7.3 ქულა მიიღო, რაც ევროთასებზე პირველ ტურში საუკეთესო შეფასებაა ქართველ ლეგიონერებში. ვოლფსბერგერში ის მარტო გოლის ავტორ ლიენდლს ჩამორჩა.ლუკამ რუსებთან 7 საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო. 

ლუკა ლოჩოშვილმა 7.3 ქულა დაიმსახურა

გიორგი ჩაკვეტაძის გენტი სტუმრად ლიბერეცთან 0:1 დამარცხდა. სამწუხაროდ, გიორგი ჯერ ტრავმირებულია. ნიკა ნინუას პაოკ-ი შინ 1:1 დაუზავდა ომონიას, ნინუა სათადარიგო იყო. 

კაჭარავასა და ოტამენდის დუელი

ნიკა კაჭარავას ლეხი შინ 2:4 დამარცხდა ბენფიკასთან, ქართველი ფორვარდი 74-ე წუთზე შევიდა თამაშში, მომენტიც ჰქონდა, ერთ ეპიზოდში კი შესანიშნავად გაცდა ოტამენდის. მისი შემოსვლა დადებითაც შეფასდა. 6.1 ბალი whoscored.com-გან, 16 წუთში ეს კარგი შეფასებაა. 

კომენტარები

ბოლო ამბები