Thumbnail

ევროპალიგა | ჰაუგეს წარმატებული დებიუტი - მილანმა სელტიკს მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მილანი ევროტურნირებს გამარჯვებით დაუბრუნდა
  • ტოტენჰემმა და ლესტერმა მარტივად მოიგეს

ევროპალიგის მეორე სესიის მატჩები უხვგოლიანი გამოდგა. ვილიარეალმა და სივასპორმა ერთმანეთს 8 გოლი გაუტანეს. სპარტასა და ლილის შეხვედრაში 5 გოლი გავიდა.

სტეფანო პიოლის მილანმა გლაზგოს სელტიკი სტუმრად 3:1 დაამარცხა. ''როსონერიმ'' პირველი ტაიმი კრუნიჩისა და დიასის გოლებით მოიგო. ლენონის სელტიკმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა ნორვეგიელი იენს ჰაუგეს გოლით მილანმა 2-ბურთიანი უპირატესობა დაიბრუნდა და 3 ქულაც გაინაღდა.

ინგლისურმა კლუბებმა 3-3 ქულა მარტივად მოიპოვეს . ტოტენჰემმა ლასკ-ს 3:0 სძლია. მოურინიომ ლიდერები პრემიერლიგისთვის დაასვენა და ავსტრიული გუნდის ბარიერი მაინც მარტივად დაძლია.

ლესტერმაც მარტივად მოიგო. მათ ლუგანსკის ზორია 3:0 დაამარცხეს. მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, როდესაც ჯერ მედისონმა გაიტანა, ხოლო ტაიმის ბოლოს ბარნსმაც გამოიჩინა თავი. შეხვედრას წერტილი იჰენაჩომ დაუსვა, რომელმაც მეტოქის კარი 78-ე წუთზე აიღო.

ბრაგა 3:0 აეკ

გოლები: 1:0 გალენო (44), 2:0 პაულინიო (78), 3:0 ჰორტა (88)

სელტიკი 1:3 მილანი

გოლები: 0:1 კრუნიჩი (14), 0:2 დიასი (42), 1:2 ელიონუსი (76), 1:3 ჰაუგე (90+2)

დინამო ზაგრები 0:0 ფეიენოორდი

ჰოფენჰაიმი 2:0 ცრვენა ზვეზდა

გოლები: 1:0 ბაუმგარტნერი (64), 2:0 დაბური (90+3)

ლესტერი 3:0 ზორია

გოლები: 1:0 მედისონი (29), 2:0 ბარნსი (45), 3:0 იჰენაჩო (67)

ლიბერეცი 1:0 გენტი

გოლი: 1:0 იუსუფი (29)

ლუდოგორეცი 1:2 ანტვერპენი

გოლები: 1:0 ჰიგინიო (46), 1:1 გერკენსი (63), 1:2 რეფაელოვი (70)

მაკაბი 1:0 ყარაბაღი

გოლი: 1:0 კოენი (10)

სპარტა 1:4 ლილი

გოლები: 0:1 იაზიჯი (45+1), 1:1 დოჩკალი (47), 1:2 იაზიჯი (60), 1:3 იკონე (66), 1:4 იაზიჯი (75)

ტოტენჰემი 3:0 ლასკ

გოლები: 1:0 ლუკასი (18), 1:1 ანდრადე (ა.გ 27), 3:0 სონი (84)

ვილიარეალი 5:3 სივასპორი

გოლები: 1:0 კუბო (13), 2:0 ბაკა (20), 2:1 კაიოდე (33), 2:2 იატაბარე (43), 3:2 ფოიტი (57), 3:3 გრადელი (64), 4:3 ალკასერი (74), 5:3 ალკასერი (78)

ვოლფსბერგერი 1:1 ცსკა

გოლები: 0:1 გაიჩი (5), 1:1 ლინდლი (პენ-42)

კომენტარები

ბოლო ამბები