Thumbnail

გიორგი პაპუნაშვილის მორიგი გოლი ესპანეთში, ქართველმა რაიო ვალეკანოს გაუტანა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რაიო ვალეკანო 2:1 სარაგოსა.
  • პაპუნაშვილის მესამე გოლი ამ სეზონში.

ლა ლიგა 2-ის 35-ე ტურში, რაიო ვალეკანომ სარაგოსას უმასპინძლა და მეტოქეს 2:1 მოუგო. ორივე გუნდი ლა ლიგაში აღზევებისთვის იბრძვის და ამ შეხვედრას უდიდესი მნივშვნელობა ჰქონდა. პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, მასპინძლები 62-ე წუთზე დაწინაურდნენ - რაულ დე ტომასმა ულამაზესი გოლი გაუტანა სარაგოსას. ექვს წუთში ოსკარ ტრეხომ მეორედ აიღო სარაგოსას კარი. მატჩს წერტილი გიორგი პაპუნაშვილმა დაუსვა. ქართველმა ფეხბურთელმა შორიდან დაარტყა, ვალეკანოს მეკარემ ალბერტო გარსიამ შეცდომა დაუშვა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა - 2:1. გიორგი 69-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე და ზუსტად 20 წუთში გოლის გატანაც მოახერხა.

რაულ დე ტომასს ლა ლიგა 2-ში 20 გოლი დაუგროვდა. მან მიმდინარე სეზონში სამი ჰეთთრიკი შეასრულა. ოსკარ ტრეხოს 11 გოლი აქვს გატანილი.'

35 ტურის შემდეგ, სარაგოსას 55 ქულა აქვს და მე-7 ადგილს იკავებს. რაიო ვალეკანო 64 ქულით ხიხონის სპორტინგთან ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. მომდევნო ტურში სარაგოსას მეტოქე ალმერია იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები