Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებმა პირველი ეტაპი სენსაციურად მოიგო
  • ელიტრაუნდში სვანაძის გუნდი რუსეთს, საფრანგეთსა და შოტლანდიას ეთამაშებოდა

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდში, ეგრეთ წოდებულ ელიტრაუნდში ვეღარ ითამაშებს. მიზეზი ისაა, რომ უეფამ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საერთოდ გააუქმა, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიაში უნდა გამართულიყო. მიზეზი, რა თქმა უნდა, ახალი კორონავირუსის მსოფლიო პანდემიაა.

არადა, რამაზ სვანაძის გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა შარშან ოქტომბერში საკვალიფიკაციო ეტაპზე, სამივე თამაში მოიგო უნგრეთში, არადა მასპინძელთა გარდა მეტოქეებად ხორვატია და ყაზახეთი ჰყავდა. სხვათა შორის, პირველი გოლი უნგრეთში საქართველოს ნაკრების რიგებში ხვიჩა კვარაცხელიამ გაიატანა, რომელიც ახლა საქართველოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. საქართველოს ნაკრებმა ჯამში 9 გოლი გაიტანა, აქედან გიორგი გულიაშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა 2-2 გოლი გაიტანეს. 

ელიტრაუნდის მატჩები საფრანგეთში უნდა გამართულიყო, წილისყრამ ჩვენ მეტოქეებად რუსეთი, შოტლანდია და საფრანგეთი გვარგუნა. ევროპის ჩემპიონატის საგზურს გამარჯვებული გუნდი მოიპოვებდა. ეს ტურნირიც და შესაბამისად, ფინალური ეტაპი, რამდენჯერმე გადაიდო. ბოლოს ფინალური ეტაპის თარიღად 2021 წლის მარტი დასახელდა, მაგრამ უეფამ გადაწყვეტილება შეცვალა და ტურნირი საერთოდ გააუქმა. 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე კი უეფას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები და პორტუგალია წარადგენენ. ეს გუნდები კოეფიციენტის მიხედვით გაირკვნენ.  

კომენტარები

ბოლო ამბები