Thumbnail
  • ლიონელ მესიმ ელ კლასიკოს წინ DAZN TV-სთან ისაუბრა
  • არგენტინელმა, ელ კლასიკოს გარდა, კრიშტიანო რონალდოზეც გააკეთა კომენტარი

შაბათს, 24 ოქტომბერს, ესპანეთში მორიგი ელ კლასიკო გაიმართება - ბარსელონა მადრიდის რეალს მასპინძლობს. ბარსელონას არგენტინელმა ლიდერმა ლიონელ მესიმ ელ კლასიკომდე DAZN TV-სთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ელ კლასიკო ყოველთვის საინტერესოა, რადგანაც აქ ორი უძლიერესი გუნდი თამაშობს. გარდა ამისა, ლიონელ მესიმ კრიშტიანო რონალდოს იუვენტუსთან გასამართ მატჩზეც კომენტარი გააკეთა.

ლიონელ მესი: კრიშტიანო რონალდოს წინააღმდეგ თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია. მე ის მატჩები ყოველთვის მემახსოვრება. ჩვენი გუნდები წლებია მაღალ დონეზე თამაშობენ. ელ კლასიკო განსაკუთრებული მატჩია, სადაც მსოფლიოს ორი უძლიერესი გუნდი თამაშობს.

ჩემსა და კრიშტიანო რონალდოს შორის ყოველთვის დიდი ბრძოლა იყო. რონალდოს უმაღლესი დონის ფეხბურთელია და მისგან ხალხი დიდ სიამოვნებას იღებს. რეალისა და ბარსელონას ქომაგები ყოველთვის დიდ ემოციებს იღებდნენ ამ მატჩისგან და ვეცდებით, რომ ახლაც იმედები არ გავუცრუოთ.

დიდი იმედი მაქვს, რომ კრიშტიანო რონალდო კორონავირუსისგან მალე გამოჯანმრთელდება და მას ოთხშაბათს გასამართ შეხვედრაში ვიხილავთ. მასთან ერთად შეხვედრებს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ლიონელ მესის ბარსელონას ლა ლიგაში 7 ქულა აქვს და რეალს 3 ქულით ჩამორჩება. შეგახსენებთ, რომ რეალმა და ბარსელონამ წინა ტურში მატჩები დათმეს. რეალმა კადისთან წააგო და ბარსელონამ შეხვედრა ხეტაფესთან დათმო.

კომენტარები

ბოლო ამბები