Thumbnail

'გარეთ არ ჭამოთ' - გატუზოს აკრძალვები ნაპოლის ფეხბურთელებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელებს აკრძალვები დაუწესა
  • ჯენარო გატუზომ ფეხბურთელებს უთხრა, რომ გარეთ არ ისადილონ

იტალიური ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ ფეხბურთელებს განუცხადა, რომ გარეთ სადილობას მოერიდონ და აგრეთვე ქომაგებთან საჯარო ადგილებში კონტაქტი არ ჰქონდეთ და ნეაპოლის ქუჩებში არ ისეირნონ, რათა კორონავირუსისგან დაცულები იყვნენ. იტალიური პრესის ინფორმაციით, მწვრთნელს ეშინია, რომ კორონავირუსით სხვა მოთამაშეებიც დაინფიცირდებიან. შეგახსენებთ, რომ COVID-19 ნაპოლიში პიოტრ ზელინსკისა და ელიფ ელმასს დაუდასტურდათ.

ნაპოლი ევროპალიგის პირველ ტურში ალკმაარს მასპინძლობს, რომელიც სტადიო ''სან პაოლოზე'' დიდი დანაკლისით ჩავიდა. ნიდერლანდელთა გუნდში კორონავირუსი 13 ადამიანს დაუდასტურდა. გატუზოს სურს, რომ მისი ფეხბურთელები მაქსიმალურად დაცულები იყვნენ. ჯენარომ ეს გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღო. შეგახსენებთ, რომ ნაპოლი ტურინში იუვენტუსთან სათამაშოდ არ ჩავიდა, რის გამოც 

კომენტარები

ბოლო ამბები