Thumbnail
  • ნიკა ნინუა ომონიასთან არ შეიყვანეს, კაჭარავამ ბენფიკასთან 16 წუთი ითამაშა
  • გრანდას სადებიუტო გამარჯვება,  ნაპოლის მარცხი ალკმაართან

ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, რანგით მეორე ევროპული საკლუბო ტურნირიც დაიწყო. ევროპალიგის პირველი სესიის დროს ქართველების გუნდებმაც ითამაშებს. ნიკა ნინუას პაოკმა კვიპროსულ ომონიას უმასპინძლა და მატჩი ვერ მოიგო. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. სამწუხაროდ, ბერძენთა მთავარმა მწვრთნელმა ხუთივე ცვლილება გამოიყენა და ნინუა მოედანზე არ შეიყვანა.

ნიკა კაჭარავას პოზნანის ლეხი ლისაბონის ბენფიკასთან 2:4 დამარცხდა. ნიკა სათადარიგო სკამზე იყო და დუბლის ავტორი იშაკი შეცვალა. ქართველმა ფეხბურთელი მინდორზე 74-ე წუთზე გამოჩნდა. ბენფიკას მხრიდან ჰეთთრიკი 21 წლის დარვინ ნუნიესმა შეასრულა, რომელმაც შარშან ლა ლიგა 2-ში 16-ჯერ გამოიჩინა თავი.

ნიკა კაჭარავა ბენფიკას მცველების გარემოცვაში

ჯენარო გატუზოს ნაპოლი ალკმაართან 0:1 დამარცხდა. სტადიო სან პაოლოზე ერთადერთი გოლი დე ვიტმა გაიტანა. გრანადამ ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე სადებიუტო მატჩი მოიგო. პსვ მარიო გიოტცეს გოლით დაწინაურდა, თუმცა მეორე ტაიმში ხორხე მოლინამ და დარვინ მაჩისმა პსვ-ს ორი გოლი გაუტანეს და გრანადას ისტორიული 3 ქულა მოუტანეს.

ლევერკუზენი 6:2 ნიცა

გოლები: 1:0 ამირი (11), 2:0 ალარიო (16), 2:1 გუირი (31), 3:1 დიაბი (61), 4:1 ბელარაბი (79), 5:1 ბელარაბი (83), 6:1 ვირტცი (86), 6:2 მაურისი (90)

ცსკა სოფია 0:2 კლუჟი

გოლი: 0:1 რონდონი (53), 0:2 დეაკი (პენ-74)

დანდალკი 1:2 მიოლდე

გოლი: 1:0 მიურეი (35), 1:1 ჰუსაინი (62), 1:2 ომოიჯუანფო (პენ-72)

ჰაპოელ ბეერ შევა 3:1 სლავია

გოლი: 1:0 აგუდელო (45), 1:1 პროვოდი (75), 2:1, 3:1 აკოლაცე (86,88),

ლეხი 2:4 ბენფიკა

გოლები: 0:1 პიცი (პენ-9), 1:1 იშაკი (15), 1:2 ნუნიესი (42), 2:2 იშაკი (49), 2:3 ნუნიესი (60), 2:4 ნუნიესი (90+3)

ნაპოლი 0:1 ალკმაარი

გოლი: 0:1 დე ვიტი (57)

პაოკ 1:1 ომონია

გოლი: 0:1 ბაუტეაკი (16), 1:1 მურგი (56)

პსვ 1:2 გრანადა

გოლი: 1:0 გიოტცე (45+1), 1:1 მოლინა (57), 1:2 მაჩისი (66)

რაპიდი 1:2 არსენალი

გოლი: 1:0 ფუნტასი (51), 1:1 ლუისი (70), 1:2 ობამეიანგი (74)

რიეკა 0:1 სოსიედადი

გოლი: 0:1 ბაუტისტა (93)

სტანდარდი 0:2 რეინჯერსი

გოლი: 0:1 ტავერნიერი (პენ-19), 0:2 რუფი (90+3)

იანგ ბოიზი 1:2 რომა

გოლი: 1:0 ნსამე (პენ-14), 1:1 პერესი (69), 1:2 კუმბულა (74)

კომენტარები

ბოლო ამბები