Thumbnail
  • ზინედინ ზიდანს პოსტზე დარჩენა გარანტირებული აღარ აქვს
  • ფლორენტინო პერესის ფავორიტი რეალის ლეგენდარული ფორვარდია

ზინედინ ზიდანი შესაძლოა მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვონ. AS-ის ინფორმაციით, 'სამეფო გუნდში' უკვე შერჩეული ჰყავთ ორი კანდიდატი - მაურისიო პოჩეტინო და რაული.

კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ზიდანის იდეალურ შემცვლელად რაული ესახება, რომელიც რეალის ახალგაზრდულ გუნდს წვრთნის და ცოტა ხნის წინ ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგაც მოაგებინა. რაული რეალის ლეგენდაა და კლუბის ისტორიაში უდიდესი კვალი აქვს დატოვებული.

რაულ გონსალესი რეალის ლეგენდაა

რაც შეეხება პოჩეტინოს: ის ტოტენჰემიდან გათავისუფლების შემდეგ უმუშევარია და ახალ შეთავაზებებს ელოდება. ზიდანს მადრიდულ გრანდთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მადრიდის რეალმა ბოლო ორი მატჩი ზედიზედ წააგო და ორჯერვე საკუთარ მოედანზე - ჯერ ლა ლიგაში კადისთან (0:1) და შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე დონეცკის შახტართან (2:3). სამეფო გუნდი მომდევნო შეხვედრას 24 ოქტომბერს, "ელ კლასიკოში" ბარსელონასთან გამართავს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები