- TRANSFERMARKT-მა ჟორჟ მიქაუტაძის ფასი განაახლა და მას სტატია მიუძღვნა
- 'მეცის ჯოკერი არ იქნება' - როდემდე დარჩება ჟორჟ მიქაუტაძე ბელგიაში
- სერიული გამტანი ქართული აქცენტით - რას ყვებიან მიქაუტაძეზე
TRANSFERMARKT-მა 19 წლის ჟორჟ მიქაუტაძის საბაზრო ფასი განაახლა - ის 6-ჯერ გაძვირდა!
თუ აქამდე ქართული წარმოშობის ფრანგი ფეხბურთელი მხოლოდ 200 ათასი ევრო ღირდა, ახლა მისი ფასი 1.2 მილიონია. ცნობილმა გერმანულმა პორტალმა მას სტატიაც კი მიუძღვნა.

"პროქსიმუს ლიგაში ყველაზე მეტად სერენის ფორვარდ ჟორჟ მიქაუტაძის ფასმა მოიმატა მილიონი ევროთი. 19 წლის შემტევს 7 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი, მას ყოველ 44 წუთში გააქვს! მსგავსი შედეგი ევროპის მასშტაბით მხოლოდ ბუნდესლიგის ფეხბურთელებს, რობერტ ლევანდოვსკის (ბაიერნი) და ანდრეი კრამარიჩს (ჰოფენჰაიმი) აქვთ", - წერს TRANSFERMARKT.
შეგახსენებთ, რომ ჰოფენჰაიმის ხორვატი ფორვარდი კრამარიჩი ყოველ 45 წუთში იტანს გოლს, ხოლო ბაიერნის პოლონელი სუპერფორვარდი ლევანდოვსკი - ყოველ 43 წუთში. ლევანდოვსკის მაჩვენებელი 1 წუთით სჯობს მიქაუტაძისას.

TRANSFERMARKT ასევე წერს, რომ მიქაუტაძე ლიონის აღზრდილია და ლიგა 1-ის მეცს ეკუთვნის. მას კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს მეცთან.
📺 მიქაუტაძის დუბლი მოლენბეკთან
"ის ლიონში დაიბადა, მაგრამ ქართული პასპორტიც აქვს და შეუძლია კავკასიური ქვეყნის ნაკრებში თამაში", - წერს პორტალი, თუმცა პასპორტთან დაკავშირებით ინფორმაცია, შესაძლოა, არ იყოს სწორი.
კომენტარები