Thumbnail

ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე 2020/21 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს 2019 ჩემპიონის, ლანჩხუთის მეტოქე გაირკვა. ლანჩხუთელების მეტოქე ყაზახური ოკჟეპტესი იქნება.

თამაში 3 ან 4 ნოემბერს ყაზახეთში გაიმართება და გამარჯვებულის ვინაობა ერთი დაპირისპირებით გაიკრვევა. ლანჩხუთი გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონი პირველად გახდა და შესაბამისად ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ასპარეზობს.

შარშან ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს თბილისის ნიკე წარმოადგენდა, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე (ტურნირი სხვა ფორმატით ტარდებოდა) სლოვენიურ პომურიესთან, შოტლანდიურ ჰიბერნიანთან და უელსურ კარდიფთან სამივე თამაში წააგო. აღსანიშნავია, რომ ნიკემ საქართველოს 2020 წლის ჩემპიონატიც მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები