Thumbnail
  • კრიშტიანო რონალდოს კორონავირუსი ისევ დაუდასტურდა
  • რონალდო-მესის დაპირისპირება ოთხშაბათს არ შედგება 

იუვენტუსის სუპერვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო კორონავირუსისგან ჯერჯერობით ვერ გამოჯანმრთელდა. პორტუგალიელი ფეხბურთელის ტესტმა კვლავ დადებითი პასუხი აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბარსელონას წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

უეფას დებულების თანახმად, მატჩამდე 1 კვირით ადრე ფეხბურთელის ტესტის პასუხი უარყოფითი უნდა იყოს, რომ თამაშის უფლება ჰქონდეს. იუვე-ბარსას შეხვედრამდე კი სულ რაღაც 6 დღეა დარჩენილი.

რონალდოს კორონავირუსი 13 ოქტომბერს დაუდასტურდა და მას შემდეგ ტურინში იზოლაციაში იმყოფება. იუვენტუსი-ბარსელონას მატჩი 28 ოქტომბერს გაიმართება. ამგვარად, კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის დაპირისპირება არ შედგება, მინიმუმ დეკემბრამდე, როდესაც ეს გუნდები ერთმანეთს მეორედ შეხვდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები