Thumbnail

ისკოს და კასემიროს გოლებით რეალმა მალაგაში გაიმარჯვა - ზიდანის მე-100 მოგება!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • მალაგა 1:2 რეალი

მადრიდის რეალმა 32-ე ტურის მატჩი მალაგას მინიალური სხვაობით - 1:2 მოუგო. ზინედინ ზიდანის გადაწყვეტილებით - კრიშიატნო რონალდო, გარეტ ბეილი, რაფაელ ვარანი და ლუკა მოდრიჩი, გუნდს ანდალუსიაში არ გაჰყვნენ.

შეხვედრაში პირველი გოლი ისკომ გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში ესპანელმა ბრაზილიელ თანაგუნდელს - კასემიროს გაატანინა.

შეხვედრის მიწურულს, ურუგვაელმა დიეგო როლანმა სხვაობა შეამცირა და მატჩი რეალის გამარჯვებით დასრულდა.

მალაგა 32 ტურის შემდეგ ბოლო, მეოცე ადგილზეა, ანდალუსიური გუნდი ლას პალმასთან და დეპორტივოსთან ერთად, სეგუნდაში გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატია.

მეშვიდე ცდიდან, ისკომ ლა ლიგაში ჯარიმიდან გოლი პირველად გაიტანა.

აღნიშნული გამარჯვება, ზინედინ ზიდანისთვის, მადრიდულ სამწვრთნელო კარიერაში, ყველა ტურნირში ერთად - მეასე აღმოჩნდა. ფრანგის მოგების პროცენტული მაჩვენებელი - 71.4%!

კომენტარები

ბოლო ამბები