Thumbnail

'ასეთი შედეგი ამიტომ მივიღეთ' - დიეგო სიმეონე ბაიერნთან მარცხზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბაიერნი 4:0 ატლეტიკო
  • ატლეტიკოს მთავარ მწვრთნელს ბაიერნთან მარცხებისგან გაკვეთილების მიღება სურს

მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი შეაფასა, რომელშიც მისი გუნდი სტუმრად მიუნხენის ბაიერნთან ანგარიშით 0:4 დამარცხდა.

"ალიანც არენაზე" ჩატარებულ შეხვედრაში დუბლი კინგსლი კომანმა მიითვალა, თითო გოლი კი ლეონ გორეტცკა და კორენტინ ტოლისო გამოირჩნენ.

"ბაიერნი ძლიერი გუნდია, რომელიც თავისი მდგომაროებით სარგებლობს. ფეხბურთში ძალა ფასობს. კარგი მატჩი ჩავატარეთ, რომლისგანაც ბევრი გაკვეთილის მიღება შეიძლება. ჩვენ არ გვქონდა ძალის წარმოჩენის შესაძლებლობა, როდესაც მომენტებს ვქმნიდით. სწორედ ამის გამო მივიღეთ ასეთი შედეგი. 

დიახ, ამჟამად დიდი დატვირთვებია, მაგრამ ამ ვითარებაში თამაში მხოლოდ ჩვენ არ გვიწევს. ის გუნდები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაში წლების განმავლობაში გამოდიან, ამას უკვე მიჩვეულები არიან. ეს არც კარგია და არც ცუდია. ეს ისაა, რასაც უნდა შეეგუო და რაც უნდა დაძლიო", - ამბობს არგენტინელი სპეციალისტი.

A ჯგუფში ჰანსი ფლიკის გუნდი გალიდერდა, თითო ქულა აქვთ მოსკოვის ლოკომოტივსა და ზალცბურგს, რომლებმაც მანამდე "რედ ბულ არენაზე" ფრედ 2:2 ითამაშეს. 27 ოქტომბერს, მეორე ტურში, ბაიერნს მოსკოვში უწევს სტუმრობა, ხოლო ატლეტიკო შინ ზალცბურგს მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები