Thumbnail

ევროპაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტური დასრულდა. ძალზე საინტერესო დაპირისპირება გაიმართა "იოჰან კრუიფ არენაზე", სადაც D ჯგუფის მატჩში აიაქსმა ინგლისურ ლივერპულს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ამავე ჯგუფში გასული სეზონის სენსაციამ, ბერგამოს ატალანტამ სტუმრად დებიუტანტი მიდტიულანდი გაანადგურა - 4:0.

ამსტერდამელებს პირველივე წუთებზე დაუშავდათ ახალი ლიდერი, 20 წლის ნახევარმცველი მოჰამედ კუდუსი, რომელმაც ბრძოლა ვეღარ გააგრძელა და ის ქვინსი პრომესმა შეცვალა. გოლი უცნაურ სიტუაციაში გავიდა, სადიო მანე საჯარიმოში აწვდიდა, არგენტინელმა ტალიაფიკომ კი საკუთარი კარი დალაშქრა.

მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში აიაქსს ურიგოდ არ უთამაშია, ნიდერლანდელებმა მატჩის გადარჩენა მეორე ტაიმში ვეღარ შეძლეს. იურგენ კლოპის გუნდმა პირველი სამი ქულა მოიპოვა. 

D ჯგუფი

აიაქსი 0:1 ლივერპული

გოლი: 0:1 ტალიაფიკო 35' (საკუთარ კარში)

აიაქსი (4-3-3): ონანა - მაზრაუი, შურსი (84. ლასინა ტრაორე), მარტინესი, ტალიაფიკო - გრავენბერხი, კლაასენი (74. ეკელენკამპი), ბლინდი (84. ჰუნტელაარი) - ნერეში (74. ლაბიადი), კუდუსი (9. პრომესი), ტადიჩი

ლივერპული (4-3-3): ადრიანი - ალეკსანდერ-არნოლდი, გომესი, ფაბინიო, რობერტსონი - მილნერი (90+2. უილიამსი), ვეინალდუმი, ჯონსი (46. ჰენდერსონი) - სალაჰი (60. შაჩირი), ფირმინო (60. ჟოტა), მანე (60. მინამინო)

მიდტიულანდი 0:4 ატალანტა

გოლები: 0:1 საპატა 26', 0:2 გომესი 36', 0:3 მურიელი 42', 0:4 ალ. მირანჩუკი 89'

B ჯგუფი

ინტერი 2:2 გლადბახი

გოლები: 1:0 ლუკაკუ 49', 1:1 ბენსებიანი 63' (პენალტი), 1:2 ჰოფმანი 84', 2:2 ლუკაკუ 90'

ინტერი (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი - დ'ამბროზიო, დე ვრეი, კოლაროვი - დარმიანი, ბარელა, არტურო ვიდალი, პერიშიჩი (79. ბასტონი) - ერიკსენი (79. ბროზოვიჩი) - ლუკაკუ, ალექსის სანჩესი (46. ლაუტარო მარტინესი) 

C ჯგუფი

მანჩესტერ სიტი 3:1 პორტუ

გოლები: 0:1 ლუის დიაში 14', 1:1 აგუერო 21' (პენალტი), 2:1 გიუნდოგანი 65', 3:1 ტორესი 73'

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი - უოკერი, დიასი, გარსია, კანსელო - ბ. სილვა, როდრი (85. ფერნანდინიო (90+4. სტოუნსი)), გიუნდოგანი (68. ფოდენი) - მაჰრეზი, აგუერო (68. ტორესი), სტერლინგი 

ოლიმპიაკოსი 1:0 მარსელი

გოლი: 1:0 კოკა 90+1'

კომენტარები

ბოლო ამბები