Thumbnail
  • ლევან მაისაშვილმა შოტლანდიასთან მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა
  • ეროვნულ ნაკრებს 6 მნიშვნელოვანი მორაგბე აკლია

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 23 ოქტომბერს შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან ტესტ მატჩს ჩაატარებს. შოტლანდიელთა მწვრთნელმა, გრეგორ თაუნსენდმა დაასახელა ის 23-კაციანი შემადგენლობა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იასპარეზებს. რამდენიმე საათის შემდეგ, ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ლევან მაისაშვილმაც დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ ნაკრებს 6 მორაგბე აკლია: ბექა გიგაშვილი, ლევან ჩილაჩავა, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ცუცქირიძე, ვანო კარკაძე და ლაშა ხმალაძე. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებს მაინც ოპტიმალური შემადგენლობა ჰყავს და მეტოქე ჩვენს შერკინებას უფრთხის.

"ბორჯღალოსნებს" "ნარშავებთან" სულ 4-ჯერ უთამაშიათ და ყველა შემთხვევაში დამარცხდნენ. შეგახსენებთ, რომ შოტლანდია არის პირველი ქვეყანა 6 ერიდან, რომელმაც საქართველოს ნაკრებთან მატჩი თბილისში გამართა.

ძირითადი შემადგენლობა: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლექსო ყაულაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.

სათადარიგო შემადგენლობა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. გიორგი ჯავახია, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. გიორგი კვესელაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

კომენტარები

ბოლო ამბები