Thumbnail

'ძლიერი შერკინება ჰყავთ' - შოტლანდიელები საქართველოს აფასებენ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელმა და მორაგბემ საქართველოსთან მატჩზე ისაუბრეს
  • გრეგორ თაუნსენდი ფრეიზერ ბრაუნის კაპიტნობაზე ისაუბრა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 23 ოქტომერს შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან ტესტ მატჩს ჩაატარებს. შოტლანდიელთა მწვრთნელმა, გრეგორ თაუნსენდმა დაასახელა ის 23-კაციანი შემადგენლობა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იასპარეზებს.

საქართველოსთან მატჩამდე, შოტლანდიის ნაკრების რაგბის კავშირის ვებგვერდზე მთავარი მწვრთნელის გრეგორ თაუნსენდისა და მორაგბის ალი პრაისის კომენტარი გამოქვეყნდა, სადაც მათ ''ბორჯღალოსნების'' ძლიერ მხარეებსა და შოტლანდიის ნაკრების უპირატესობებზე ისაუბრეს.

ალი პრაისი: პაუზის შემდეგ, შვიდი თვე გავიდა. საბედნიეროდ, პარასკევს დავბრუნდებით და რაგბის ვითამაშებთ. ამას ყველა მოუთმენლად ველით. საქართველოსგან დიდ გამოწვევას ველოდებით. მათ ძალიან ძლიერი შერკინება ჰყავთ და რამდენიმე კარგი ახალგაზრდა მორაგბე, რომლებსაც თამაშში დიდი როლის შესრულება შეუძლიათ. საქართველოს ნაკრების ძლიერი მხარეები ვიცით და ახლა საკუთარ თავზე უნდა ვიმუშაოთ და ჩვენი ძლიერი მხარეები უნდა გამოვავლინოთ. 

გრეგორ თაუნსენდი: შემოდგომის სერიის საქართველოს ნაკრებთან დაწყება, ძალიან კარგი ამბავია. ეს თამაში კარგად გვაჩვენებს, თუ რა დონეზე ვართ და როგორ ფორმაში ვართ.

ფრეიზერს კაპიტნის სამკლავურ მივეცით, რადგანაც მისი ეს პროფესიონალიზმისა და შრომისმოყვარეობის გვჯერა და ეს მან დაიმსახურა. ფრეიზერმა ნაკრებისთვის ბოლო წლებში ბევრი რამ გააკეთა. 

საქართველოს მწვრთნელთა ახალი გუნდი ჰყავს. ჩვენ შევარჩიეთ ძალიან ძლიერი გუნდი, რომ საქართველოსნაირი ფიზიკური და მოტივირებული მეტოქის წინააღმდეგ გავიმარჯვოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები