Thumbnail

'გეიჯი ასჯერ უნდა წავაქციო' - ხაბიბ ნურმაგომედოვის პრესკონფერეცია

25 ოქტომბერს, აბუ დაბიში, "მებრძოლთა კუნძულზე" MMA-ის მოყვარულებისთვის წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბრძოლა გაიმართება - UFC 254 ქარდის სათავეში მსუბუქ წონაში მოქმედი ჩემპიონის, რუსი ხაბიბ ნურმაგომედოვისა და დროებითი ჩემპიონის ქამრის მფლობელის, ამერიკელი ჯასტინ გეიჯის ბრძოლაა წარმოდგენილი. 32 წლის დაღესტნელ მებრძოლს პროფესიულ კარიერაში 28-ვე შეხვედრა მოგებული აქვს, ამერიკელის ანგარიშზე კი 22 გამარჯვება და 2 მარცხია.

ბრძოლის წინ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გამართულ პრესკონფერენციაზე ხაბიბ ნურმაგომედოვმა თავის მოლოდინზე ისაუბრა:

"რა თქმა უნდა, აქ უფრო რთულია, ვიდრე ლას ვეგასში. ახლა დროებაც განსაკუთრებულია: პანდემიაა, არ არიან ფანები. მომდევნო მეტოქეზე ჯერ არ ვფიქრობ. გეიჯისთან ბრძოლაზე ფოკუსირებაა საჭირო და არა ფიქრი იმაზე, რა იქნება შემდგომში. 

ჩემი მეტოქე ხისტია და იცის, როგორ ურტყას ხელ-ფეხი. ის დროებითი ჩემპიონია. მუშტებში დინამიტები აქვს და ფეხებსაც კარგად იყენებს.

როდესაც მეტოქეებს ვბოჭავ, ყველაფერი იცვლება. ვფიქრობ, ის ჭიდაობაში უკეთესია ვიდრე კონორი და დასტინი. ჭიდაობა ორივემ ვიცით. ვემზადები იმისთვის, რომ ასჯერ წავაქციო. გეიჯიმ ფერგიუსონს მოუგო. ის ძალიან სწრაფია ორთაბრძოლის დასაწყისში. ის და კონორი პირველ რაუნდში ყველაზე სახიფათონი არიან, მაგრამ შემდეგ მათთან ბრძოლა იოლდება.

ჩემთვის უმთავრესია, ახლოს ვიყო ოჯახთან, მეგობრებთან. მთავარი ოჯახია. ვამაყობ ამ ყველაფრით. ვფიქრობ, მამაჩემისთვის კარგი შვილი ვიყავი", - თქვა ხაბიბმა.

კომენტარები

ბოლო ამბები