Thumbnail

პარკით მივიდა, გოლი გაიტანა და ტაქსით წავიდა - პედრიმ ყველა გააოცა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ესპანური ბარსელონას ახალგაზრდა თავდამსხმელმა პედრო გონსალეს ლოპესმა იგივე პედრიმ თავის საქციელით ქომაგები გააოცა. 17 წლის ფეხბურთელმა უნგრულ ფერენცვაროშთან შეცვლაზე ითამაშა და ჩემპიონთა ლიგაში სადებიუტო მატჩშივე გაიტანა, თუმცა, გულშემატკივართა ყურადღება მხოლოდ ამით არ მიუპყრია.

საქმე ის გახლავთ, რომ პედრი კამპ ნოუზე სპორტული ჩანთის ნაცვლად სუპერმარკეტის პარკით გამოცხადდა და თამაშის მერეც ქომაგები თვალებს არ უჯერებდნენ, როდესაც ახალგაზრდა თავდამსხმელი გუნდის ავტობუსში ვერ აღმოაჩინეს. სამაგიეროდ, მან ტაქსი გააჩერა და შინ ისე გაემგზავრა.

ცნობისთვის, ბარსელონამ პედრი ლას პალმასიდან 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადმოიყვანა და მასზე დიდ იმედებს ამყარებს. ახალგაზრდა შემტევს ესპანეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში (U17, U18, U19, U21) უთამაშია. მან ლა ლიგაში უკვე 4 მატჩი ჩაატარა.

📺 ბარსელონა 5:1 ფერენცვაროში

კომენტარები

ბოლო ამბები