Thumbnail
  • იუვენტუსი 3:0 სამპდორია.
  • ბებერმა სინიორამ ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
  • ტურინელი ფანები ორი ტიტულის მოლოდინში.

იტალიის სერია A-ს 32-ე ტურში, იუვენტუსმა სამპდორიას 3:0 მოუგო და იტალიის ჩემპიონატში ნაპოლის 6 ქულით გაასწრო.

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, ტურინელებმა გულშემატკივრისთვის ბოლომდე ითამაშეს. იუვეს კურვა სუდმა სტადიონზე ბანერი გამოფინა, რომელზეც ეწერა:

ბიჭებო, მადლობა. თავი მაღლა ასწიეთ… ჩვენ ვამაყობთ თქვენით!

ტურინელები პირველი ნახევარში უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლი მხოლოდ ტაიმის ბოლო წუთზე გაიტანეს. პიანიჩის ნაცვლად ცვლილებაზე შემოსულმა დუგლას კოშტამ საჯარიმოში ჩააწოდა, მანჯუკიჩმა დასწრებაზე ითამაშა და ანგარიშიც გახსნა - 1:0.

მეორე ნახევარში იუვენტუსმა კიდევ ორჯერ მოახერხა გატანა. ჰიოვედესმა და ხედირამ გოლები მე-60 და 75-ე წუთებზე გაიტანეს. ბებერმა სინიორმა 3:0 მოიგო, ნაპოლის ექვსი ქულით გაუსწრო და ჩემპიონობის რეალური შანსი აქვს.

საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა

ალეგრიმ მწვრთნელის რანგში 350-ე მატჩი ჩაატარა. იტალიელს მატჩების 60% აქვს მოგებული.

დუგლას კოშტამ მოედანზე შემოსვლიდან წუთსა და 21 წამში მოახერხა საგოლე პასის გაკეთება. ბრაზილიელი პასის დროს პირველად შეეხო ბურთს.

1993 წლის შემდეგ, პირველად ერთ მატჩში, ორმა გერმანელმა ფეხბურთელმა იუვენტუსის მაისურით გოლი გაიტანა. მანამდე ეს იურგენ კოლერმა და ანდრეას მიოლერმა მოახერხეს.

მატჩის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები