Thumbnail

‘ჩუმად ყოფნა აღარ შემიძლია’ - იუნაიტედის ფეხბურთელმა მსოფლიოს ლიდერებს მიმართა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელის ვიდეოს ასიათასობით გაზიარება აქვს
  • ოდიონ იგალო ნიგერიისთვის დახმარებას ითხოვს

სპორტული თვალსაზრისით, ოდიონ იგალოს სამშაბათს ისევე არ ჰქონდა განსაკუთრებული როლი, როგორც შაბათს და წინა კვირაში, სამაგიეროდ, ტვიტერის ტრენდულ პოსტებში მისი ვიდეო ძააალიან ზემოთ ავიდა. მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელმა პარი სენ-ჟერმენთან გამარჯვების შემდეგ მიმართა ყველას - მთელი მსოფლიოს ლიდერებს.

იგალომ წუთნახევრიანი ვიდეო ‘პარკ დე პრენსზევე’ ჩაწერა და ასე დაასათაურა: Pray for Nigeria - ილოცეთ ნიგერიისთვის. “ჩვეილებრივ, - ასე დაიწყო მან თავისი მონოლოგი, - არ ვარ ისეთი ტიპი, ვინც პოლიტიკურ თემებზე კომენტარს აკეთებს, მაგრამ უკვე აღარ შემიძლია იმაზე გაჩუმება, რაც ნიგერიაში ხდება.”

'მრცხვენია ამ ხელისუფლების გამო. ვეღარ გიტანთ! ისინი თავიანთ მოქალაქეებს კლავენ'

ნიგერიის დედაქალაქ ლაგოსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მანამდე ადამიანები ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის გამო დახოცეს. “ნიგერიის მთავრობა მსოფლიოს სირცხვილია, რადგან ისინი თავიანთ მოქალაქეებს კლავენ, ჯარს აგზავნიან უიარაღო ადამიანების დასახოცად. მე მრცხვენია ამ ხელისუფლების გამო. ვეღარ გიტანთ! ვთხოვ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას და მთელი მსოფლიოს ლიდერებს, დაეხმარონ ნიგერიის მოქალაქეებს. ჩემს დებს და ძმებს ნიგერიაში ვთხოვ, სახლში დარჩნენ, რადგან მთავრობა მკვლელებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც ხალხის ხოცვას გააგრძელებენ, თუ მსოფლიო ამაზე არ ილაპარაკებს. ღმერთმა დაგიფაროთ.” 

იგალოს ვიდეოს ამ დროისთვის 160 000-ზე მეტი გაზიარება აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები