Thumbnail
  • ბარსელონამ გუნდის ოთხ საკვანძო ფეხბურთელთან კონტრაქტები გაახანგრძლივა
  • ახალი ხელშეკრულებები პიკეს, ტერ შტეგენს, დე იონგს და ლენგლეს გაუფორმეს 

ბარსელონას პრესსამსახურმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 1-ელი ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც კატალონელებმა შინ ფერენცვაროში დაამარცხეს (5:1), გუნდის რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელთან კონტრაქტების გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა.

ბარსელონამ კონტრაქტის გაგრძელებაზე ახალ შეთანხმებას გოლკიპერ მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან, მცველებთან: კლემან ლენგლესა და ჟერარდ პიკესთან, ასევე ნახევარმცველ ფრენკი დე იონგთან მიაღწია. 

33 წლის პიკემ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის 20 ივნისამდე გააგრძელა, მისი გამოსყიდვის პუნქტში კი 500 მილიონი ევროა მითითებული. ხელშეკრულების კიდევ გაგრძელება იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი ფეხბურთელი 2021/22 წლების სეზონში გარკვეული რაოდენობის მატჩებს ჩაატარებს. 

28 წლის გერმანელმა მეკარემ კატალონიელებთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა, რომელშიც გამოსასყიდ ოპციად 500 მილიონი ევროა მითითებული. 25 

25 წლის ფრანგი კლემან ლენგლეს კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდეა, მისი გამოსასყიდი თანხა კი 300 მილიონ ევროს შეადგენს. ანალოგიურია 23 წლის ნიდერლანდელი ნახევარმცველის ფრენკი დე იონგის ხელშეკრულების ხანგრძლივობაც, ოღონდ მისი გამოსყიდვა მსურველ კლუბს 400 მილიონ ევროდ შეეძლება. 

ამ ოთხეულიდან ბარსელონაში ყველაზე დიდი პერიოდი ჟერარდ პიკეს აქვს გატარებული, რომელიც კლუბის მთავარ გუნდში 2008 წლიდან გამოდის. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი კატალონიური კლუბის ღირსებას 2014 წლიდან იცავს, სადაც გლადბახიდან გადავიდა. კლემან ლენგლე ბარსაში 2018 წელს, სევილიადან აღმოჩნდა, ფრენკი დე იონგი კი - 2019 წელს, აიაქსიდან.

კომენტარები

ბოლო ამბები