Thumbnail

ესპანეთი არგენტინას 'ახალ მესის' ართმევს - 15 წლის ბიჭს ფედერაცია ელაპარაკება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მალიორკას 15 წლის ნახევარმცველს ლუკა რომეროს ლიონელ მესის ადარებენ
  • ახალგაზრდა ფეხბურთელი მექსიკის, არგენტინისა და ესპანეთის მოქალაქეა
  • ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ლუკას გადაბირებას აქედანვე ცდილობს

ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებებს, მალიორკას 15 წლის ნახევარმცველის ლუკა რომეროს გადაბირებისთვის, რომელსაც ერთბაშად სამი ქვეყნის მოქალაქეობა აქვს, დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევთ. 

როგორც ირკვევა, ამასთან დაკავშირებით ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორი ფრანსისკო ხოსე მოლინა ლუკა რომეროს პირადად შეხვდა. ფუნქციონერი და ახალგაზრდა ნახევარმცველი პალმა დე მალიორკის ერთ-ერთ რესტორანში შენიშნეს, ფაქტი კი ესპანური ტელეარხის IB3-ის კამერებმაც დააფიქსირა. წერენ, რომ შეხვედრას ესწრებოდა ესპანეთის ასაკობრივი გუნდების კოორდინატორი ფრანსის ერნანდესიც. 

ლუკა რომერო მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ახალგაზრდა ფეხბუთელია და მას ლიონელ მესისაც ადარებენ. ნახევარმცველს მექსიკის, არგენტინისა და ესპანეთის მოქალაქეობები აქვს. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია აქედანვე ცდილობს, ფეხბურთელი გადაიბიროს და თავისი ნაკრებების მაისურით ათამაშოს, თუმცა თავად ლუკას ნათქვამი აქვს, რომ მისი სურვილი არგენტინის ეროვნული გუნდის მაისურით გამოსვლაა. 

  შეგახსენებთ, რომ ლუკა რომერო გასულ სეზონში პრიმერას ისტორიაში შევიდა, როგორც ლიგის ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი - მადრიდის რეალთან მატჩის დღეს ის 15 წლისა და 219 დღის იყო. 

კომენტარები

ბოლო ამბები