Thumbnail

'განსხვავებული განცდა გვაქვს' - სულშერმა პსჟ-სთან გამარჯვება შეაფასა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა პარი სენ-ჟერმენთან გამარჯვების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ნორვეგიელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა კარგად ითამაშა და გამარჯვებაც დაიმსახურა.

ოლე გუნარ სულშერი (მანჩესტერის მწვრთნელი): "განსხვავებული განცდა გვაქვს აქ ბოლო გამარჯვებასთან შედარებით. ახლა ჯგუფური ეტაპის დასაწყისია, მიუხედავად იმისა, რომ საოცარ გუნდს მოვუგეთ. მაშინ კი პლეი ოფის მატჩი იყო და ეიფორიაში ვიყავით. ამჯერად ყველაფერი სტერილური იყო გულშემატკივრების გარეშე, მაგრამ მშვენივრად ვითამაშეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ.

როდესაც ეთამაშები გუნდს, რომელსაც ნეიმარი და მბაპე ჰყავს, თავი კარგად უნდა დაიცვა და მეკარეც დაგეხმაროს. აქსელ ტუანზებე ტოპმცველია. ეს იყო მისი პირველი თამაში იყო ბოლო 10 თვის განმავლობაში და თავისი დონე გვაჩვენა.

ბრუნო ფერნანდეში ზედიზედ 2 პენალტის გაფუჭების მიუხედავად გააგრძელებს მის შესრულებას. მან გამოავლინა ხასიათი და კონცენტრაცია. ვიცით, რომ ჯგუფიდან გასასვლელად 10 ქულა გვჭირდება, ამიტომ მომავალი კვირის მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება".

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერმა პარი სენ-ჟერმენი ბრუნო ფერნანდეშისა და მარკუს რაშფორდის გოლებით დაამარცხა. მე-2 ტურში "წითელი ეშმაკები" "ოლდ ტრაფორდზე" გერმანულ ლაიპციგს დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები