Thumbnail

ჩემპიონთა ლიგა | ბარსელონას გასეირნება და ლაციოს მაგარი დაბრუნება [მიმოხილვები]

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონი დაიწყო და ოთხ ჯგუფში 8 მატჩი გაიმართა. სეზონი თავიდან ორი მატჩით გაიხსნა, სადაც იუვენტუსმა კიევის დინამო, ხოლო ბრიუგემ ზენიტი გასვლით შეხვედრებში დაამარცხეს.

E ჯგუფში ლონდონის ჩელსიმ ევროპალიგის მოქმედი ჩემპიონი სევილია მიიღო. თამაშმა უშეღავათო ბრძოლაში ჩაიარა და ორივე გუნდს ჰქონდა გამარჯვებისთვის საგოლე შანსები, რომლებიც ვერ გამოიყენეს და საბოლოოდ, უგოლო ფრეს დასჯერდნენ. ამ ჯგუფის მეორე შეხვედაშიც არ გამოვლენილა გამარჯვებული. ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტებმა რენმა და კრასნოდარმა გოლები გაცვალეს.

ჩელსი 0:0 სევილია

ჩელსი (4-2-3-1): მენდი - ჯეიმსი, ტიაგო სილვა, ზუმა, ჩილველი - კანტე, ჟორჟინიო (65. კოვაჩიჩი) - პულიშიჩი (90. ჰადსონ-ოდოი, ჰავერტცი, მაუნტი (62. ზიეჩი) - ვერნერი (90. აბრაჰამი)

სევილია (4-3-3): ბონო - ნავასი, გომესი (33 ჯორდანი), კარლოსი, აკუნია - რაკიტიჩი (80. ვასკესი), ფერნანდო, გუდელი - სუსო (58. ტორესი), დე იონგი (80. ენ-ნესრი), ოკამპოსი

რენი 1:1 კრასნოდარი

გოლები: 1:0 გირასი (56, პენ), 1:1 რამირესი (59)

F ჯგუფში ყველაზე დიდ ინტერესს ლაციოსა და დორტმუნდის მატჩი იწვევდა. იტალიური კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე 13-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, ფავორიტად გერმანული გუნდი მიიჩნეოდა, მაგრამ სიმონე ინძაგის შეგირდებმა უმაღლეს დონეზე ითამაშეს და იმარჯვეს. ანგარიში სწრაფადვე, მე-6 წუთზე ჩირო იმობილემ გახსნა, რასაც მალევე მარვინ ჰიტცის ავტოგოლი მოჰყვა. მე-2 ნახევარში დორტმუნდი თამაშში ერლინგ ჰაალანდის გოლით დაბრუნდა, მაგრამ ლაციალემ იქვე მოახერხა ორბურთიანი სტატუს ქვოს აღდგენა და საბოლოოდ 3 ქულაც მოიპოვა. ამავე ჯგუფში ბრიუგემ ზენიტს რუსეთში 2:1 მოუგო.

ლაციო 3:1 დორტმუნდი

გოლები: 1:0 იმობილე (6), 2:0 ჰიტცი (23, საკ-კარში), 2:1 ჰაალანდი (71), 3:1 აკპა-აკპრო (76)

ლაციო (3-5-2): სტრაკოშა - პატრიკი, ლუის ფელიპე (51. ჰუდტი), აჩერბი - მილინკოვიჩ-სავიჩი (67. აკპა-აკპრო), ლუკას ლეივა, ლუის ალბერტო (81. პაროლო), მარუშიჩი, ფარესი - იმობილე (81. კაისედო), კორეა (67. მურიქი)

დორტმუნდი (3-4-2-1): ჰიტცი - პიშჩეკი (65. ბრანდტი), ჰუმლესი, დელანი - მუნიე, ბელინგემი (46. რეინა), ვიტსელი, გერეირო - სანჩო, როისი (78, რეინიერი) - ჰაალანდი

G ჯგუფში ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგაზე 25 წლის შემდეგ დაბრუნებულ ფერენცვაროშს 5:1 აჯობა. სტუმართა შორის არ უთამაშია ლაშა დვალს, რომელიც სერგეი რებროვს 90 წუთის განმავლობაში სათადარიგო სკამზე ჰყავდა.

ბარსამ კი გამოუცდელ მეტოქეს ძალიან ადვილად მოუგო. აღსანიშნავია, რომ თავი 5-მა ფეხბურთელმა გამოიჩინა - ლიონელ მესიმ, ანსუ ფატიმ, ფილიპე კოუტინიომ, პედრიმ და უსმან დემბელემ. ბარსელონას მეორე ტაიმის შუაში ხერარდ პიკე გაუძევეს და ეს მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ მომდევნო მატჩი იუვენტუსთან გაუცდება. იუვემ კი მოგეხსენებათ, კიევის დინამო ალვარო მორატას დუბლით აჯობა.

ბარსელონა 5:1 ფერენცვაროში

გოლები: 1:0 მესი (27, პენ), 2:0 ანსუ ფატი (42), 3:0 კოუტინიო (52), 3:1 ხარატინი (70, პენ), 4:2 პედრი (82), 5:1 დემბელე (89)

ბარსელონა (4-2-3-1): ნეტო - სერხი რობერტო (62. ფირპო), პიკე, ლენგლე, დესტი - პიანიჩი (76. ბუსკეტსი), დე იონგი - ტრინკანი (63. დემბელე), კოუტინიო (70. არაუხო), ანსუ ფატი (63. პედრი) - მესი

H ჯგუფში და ზოგადად, დღის ცენტრალურ დაპიროსპირებაში მანჩესტერ იუნაიტედი პარი სენ-ჟერმენს ესტუმრა. ფრანგებს ინგლისელებთან 2 წლის წინ მწარე მარცხისთვის რევანში სურდათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ოლე გუნარ სულშერის გუნდმა თამაში შესანიშნავად წარმართა და დამსახურებულად მოიგო.

ანგარიში ბრუნო ფერნანდეშმა პენალტით გახსნა. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელს კეილორ ნავასმა აუღო, მაგრამ კოსტა რიკელს დარტყმის მომენტში ფეხი კარის ხაზზე არ ჰქონდა და ამის გამო თერთმეტმეტრიანი ბრუნო მეორედ დაარტყა და ამჯერად აღარ შემცდარა. პსჟ-მ ანგარიში მე-2 ტაიმის დასაწყისში გაათანაბრა, გოლი კი ანტონი მარსიალმა გაიტანა, უფრო სწორად ავტოგოლი. მიუხედავად ამისა, ინგლისელებმა შინ 3 ქულის წაღება მაინც მოახერხეს, ხოლო მატჩის გმირი სტატუსი მარკუს რაშფორდმა მოიპოვა, ისე, როგორც 2019 წლის მარტში, იმ დაუვიწყარ თამაშში. მანჩესტერმა 2:1 მოიგო და ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა. აქვე გეტყვით, რომ პარი სენ-ჟერმენი მატჩის დელეგატი ქართველი იყო - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული ღონისძიებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ნაკაიძე. ამავე ჯგუფის მე-2 დაპირისპირებაში ლაიპციგმა თურქეთის ჩემპიონი ბაშაქშეჰირი ადვილად 2:0 დაამარცხა.

პარი სენ-ჟერმენი 1:2 მანჩესტერი

გოლები: 0:1 ბრუნო ფერნანდეში (24, პენ), 1:1 მარსიალი (55, პენ), 1:2 რაშფორდი (87)

პარი სენ-ჟერმენი (4-3-3): ნავასი - ფლორენცი (78. დაგბა), კიმპემბე, დიალი, კურზავა (86. ბაკერი)- დანილო, ერერა (78. რაფინია), გეიე (46. კინი) - მბაპე, ნეიმარი, დი მარია (86. სარაბია)

მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ვან-ბისაკა, ტუანზებე, ლინდელოფი, შოუ - ფრედი, მაკტომინეი - რაშფორდი, ბრუნო ფერნანდეში (88. ვან დე ბეეკი), ტელეში (67. პოგბა) - მარსიალი (88. ჯეიმსი)

ლაიპციგი 2:0 ბაშაქშეჰირი

გოლები: 1:0 ანხელინო (16), 2:0 ანხელინო (20)

კომენტარები

ბოლო ამბები