Thumbnail

მილანისა და ნაპოლის ფრე სან სიროზე, დონარუმამ რივერას რეკორდი დაამხო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მილანი 0:0 ნაპოლი.
  • მილანმა ლიგაზე გასვლის შანსები დაკარგა
  • ნაპოლი ნელ-ნელა ემშვიდობება სკუდეტოზე ოცნებას.

იტალიის სერია A-ს 32-ე ტურში მილანმა სან სიროზე ნაპოლის უმასპინძლა. შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. მე-3 წუთზე ბონავენტურამ შორიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ რეინამ ყურადღებით ითამაშა.  მე-10 წუთზე ნიკოლა კალინიჩმა ექვსი მეტრიდან ვერ მოახერხა გატანა და ბურთი კარს ააცილა. 39-ე წუთზე მილანმა გოლი გაიტანა, მაგრამ მატეო მუსაჩო თამაშგარე მდგომარეობაში იყო. ნაპოლიმ პირველ ტაიმში ერთი მომენტი შექმნა, როდესაც ინსინიემ მერტენსს ქუსლით საჯარიმოში გაუკეთა გადაცემა, დონარუმამ კარგად ითამაშა და ბურთი მოიგერია. მეორე ნახევარში მილიკს 92-ე წუთზე შეეძლო გატანა, მაგრამ დონარუმამ სასწაული ჩაიდინა და მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

მილანი 53 ქულით მე-6 ადგილზეა, ნაპოლი 78 ქულით მე-2 ადგილს იკავებს და იუვეს სამი ქულით ჩამორჩება.

დონარუმა გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელსაც სერია A-ში 100 მატჩი აქვს ჩატარებული. მან მილანის ლეგენდარული ფეხბურთელის ჯანი რივერას რეკორდი დაამხო. რივერამ მე-100 მატჩი მაშინ ითამაშა, როდესაც 19 წლის, 5 თვისა და 9 დღის იყო. დონარუმა მე-100 მატჩში - 19 წლის, ერთი თვისა და 24 დღის.

ნაპოლიმ ბოლოს ნულოვანი ფრე სან სიროზე, 2012 წელს, მილანთან ითამაშა.

მილანმა ნაპოლის ბოლოს 2014 წელს მოუგო. ჟერემი მენეზისა და ჯაკომო ბონავენტურას გოლებით.

სხვა მატჩები ასე დასრულდა

ფიორენტინა 0:0 სპალი. ბოლონია 2:0 ვერონა. სასუოლო 2:2 ბენევენტო.

მატჩის მიმოხილვა

 

კომენტარები

ბოლო ამბები