Thumbnail

'მოიფიქრეთ გეგმა B და C' - იტალიაში სეზონი შეიძლება ვერ დასრულდეს!

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • იტალიის სპორტის მინისტრი სერია A-ს დასრულებაში დარწმუნებული არაა
  • მან ლიგის ხელმძღვანელობას რჩევა მისცა

იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონის დასრულება შესაძლოა, ვერ მოხერხდეს. სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ ადგილობივ მედიასთან ლიგის ხელმძღვანელობას რჩევა მისცა, რომ სათადარიგო ვარიანტებზე მუშაობა დაიწყონ, რადგან არავინ იცის რა მოხდება.

ვინჩენცო სპადაფორა: "სერია A თავისთავად ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა, მაგრამ არ ვიცი, შეგვიძლია თუ არა სეზონის ბოლომდე მიყვანა. Lega Serie A-მ ახლა უნდა იფიქროს B და C გეგმის შესახებ, რადგან არ ვიცით, დავასრულებთ თუ არა სეზონს ჩვეულებრივ რეჟიმში".

შეგახსენებთ, რომ იტალიაში ამ დროისთვის 4 ტურია ჩატარებული და გათამაშებას 12 ქულით მილანი ლიდერობს. კორონავირუსის გამო ჯენოა-ტორინოს მატჩი გადაიდო, ხოლო ნაპოლი ტურინში, იუვენტუსთან თამაშზე არ ჩავიდა და პროტოკოლის დარღვევის გამო ტექნიკური წაგება ჩაეთვალა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები