Thumbnail

ქართული წარმომავლობის მქონე ფრანგი თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძე შესანიშნავ სეზონს ატარებს და ყურადღების ცენტრშია. 19 წლის შემტევი ბელგიურ სერენში იჯარით თამაშობს, ისე კი მეცის საკუთრებაშია.

ფრანგულ გუნდს წამყვანი შემტევი იბრაჰიმა ნიანე დაუშავდა და გაჩნდა ვარაუდი, რომ მიქაუტაძე საფრანგეთში დაბრუნდებოდა.

"იქნება თუ არა ჟორჟ მიქაუტაძე მეცის ჯოკერი? - არა" - წერს ფრანგული გამოცემა lessentiel.

როგორც გამოცემა წერს, ჟორჟის მეცში დაბრუნება ამ ეტაპზე არ იგეგმება, ყოველ შემთხვევაში, მიქაუტაძეს იანვრამდე ბელგიაში დარჩენა მოუწევს.

📺 მიქაუტაძის დუბლი მოლენბეკთან

გამოცემა იტყობინება, რომ ამ ეტაპზე მეცს მიქაუტაძის დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში არ დაუყენებია და ფეხბურთელი ასპარეზობას ისევ ბელგიიის 1B დივიზიონში გააგრძელებს, სადაც 7 მატჩში 14 გოლი გაიტანა. რა თქმა უნდა, ამ შედეგით მიქაუტაძე ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს 10 გოლით უსწრებს...

ჟორჟ მიქაუტაძე საფრანგეთში დაიბადა და ამავე ქვეყნის მოქალაქეობა აქვს. შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ უკვე სფფ-ს ყურადღებაც მიიპყრო და როგორც ათიოდ დღის წინ ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ნაკრებში თამაშთან დაკავშირებით, მასთან კონტაქტი უკვე შედგა.

კომენტარები

ბოლო ამბები