Thumbnail

პირველად ევროპალიგაში - ლესტერი-ზორიას მატჩს ქალი არბიტრი განსჯის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

უეფას გადაწყვეტილებით, ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის 1-ელ ტურის მატჩს, რომელშიც ლესტერი ზორიას უმასპინძლებს, ქალი არბიტრების ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი ფრანგი სტეფანი ფრაპარი იქნება, რომელსაც სირილ მონიე და ბენჟამენ პაჟესი დაეხმარებიან. სარეზერვო არბიტრი ჟოან ამელი იქნება.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროპის რანგით მეორე საკლუბო ევროტურნირის ძირითადი ბადის შეხვედრას ქალი არბიტრების ბრიგადა განსჯის. ინგლისური და უკრაინული კლუბების დაპირისპირება ლესტერში, 22 ოქტომბერს ჩატარდება.

რაც შეეხება შეხვედრის მთავარ მსაჯს, 36 წლის სტეფანი ფრაპარი, რომელიც ფიფას კატეგორიას ფლობს, ფეხბურთის ისტორიაში უკვე შესულია - პირველი ქალია, ვინც უეფას სუპერთასზე იმსაჯა. ეს 2019 წელს, ლივერპულისა და ჩელსის შეხვედრაში მოხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები