Thumbnail
  • ბრუნო მარტინი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • მას საფრანგეთის ნაკრებში 31 მატჩი ჰქონდა ჩატარებული

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მეკარე ბრუნო მარტინი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. მარტინი 12 ოქტომბერს, არნო-დე-ვილენოვის საავადმყოფოში კარდიო-რესპირატორული შეტევით მოხვდა. ბოლო დღეები მან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაატარა, მაგრამ გამოჯანმრთელება ვერ მოახერხა.

ბრუნო მარტინის კარიერა ოსერში დაიწყო, სადაც 1981-1995 წლებში 322 თამაში ჩაატარა, ხოლო 1995-1999 წლებში მონპელიეს ღირსება დაიცვა (105 თამაში). გარდა ამისა, 1983-1985 წლებში იჯარით ნანსიში ითამაშა.

საფრანგეთის ნაკრებში მან 1987-1996 წლებში 31-ჯერ ითამაშა. ევრო 1992-ზე ეროვნული გუნდის ძირითადი მეკარე იყო, ხოლო 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბერნარ ლამასა დაფაბიენ ბარტეზის შემდეგ მე-3 მეკარის როლში იმყოფებოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები