Thumbnail

'ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი არ არის' - რა თქვა კუმანმა მატჩის წინ

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ბარსელონა დღეს ფერენცვაროშს დაუპირისპირდება
  • კუმანმა ლიგაზე კატალონიური გუნდის შანსებზე ისაუბრა

ბარსელონა ბაიერნთან 2:8-ის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე დღეს პირველად ითამაშებს. კატალონიური გრანდი ახალი სეზონის პირველ ტურში უნგრულ ფერენცვაროშს დაუპირისპირდება.

ლა ლიგაში ხეტაფესთან განცდილი მარცხის შემდეგ, ბარსა ეცდება, ხასიათი გამოიკეთოს. ფერენცვროშთან მატჩის წინ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ლიგის მოგების შანსებზე ისაუბრა. ნიდერლანდელი სპეციალისტის აზრით, ბარსელონა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ფავორიტი არ არის. მიუხედავად ამისა, კუმანის თქმით, მათ შორს წასვლა შეუძლიათ და ამისთვის იბრძოლებენ.

'ძლიერ შემადგენლობას ვათამაშებ, რეალთან დუელზე კი ჯერ არ ვფიქრობთ'

"ბარსელონაში ტიტულების მოსაგებად უნდა ითამაშო. უნდა ეცადო წარმატების მიღწევას როგორც შიდა, ისე ევროპულ ფეხბურთში. მას შემდეგ, რაც კლუბში მოხდა, ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი არ არის, თუმცა შორს წასვლა შეგვიძლია," - განაცხადა ნიდერლანდელმა ფერენცვაროშთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, - ეს არ იქნება ადვილი მატჩი. ძლიერ შემადგენლობას ვათამაშებ, რეალთან დუელზე კი ჯერ არ ვფიქრობთ. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მოგებით დაწყება მნიშვნელოვანია. ამ ტურნირზე სუსტი მეტოქე არ არსებობს."

კომენტარები

ბოლო ამბები