Thumbnail

უარი ახალ კონტრაქტზე - კილიან მბაპე თავის მომავალს პარიზში ვერ ხედავს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • 📅 20 ოქტომბერი | ⌚ 23:00 | ⚽ პსჟ V იუნაიტედი | 📺 SILK UNIVERSAL
  • პარი სენ-ჟერმენი კილიან მბაპეს ხელშეკრულების გაგრძელებას სთავაზობს
  • ფორვარდი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს

კილიან მბაპე პარი სენ-ჟერმენთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას რომ არ ჩქარობს, ეს უკვე ყველამ იცის. ფრანგული გამოცემა Le Parisien წერს, რომ საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი უახლოეს მომავალში ამას არც აპირებს.

21 წლის მბაპეს პსჟ-სთან ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. მართალია, იქამდე ბევრი დროა, მაგრამ პარიზულ გრანდში მბაპეს შენარჩუნებაზე ზრუნვა უმთავრეს პრიორიტეტად მიაჩნიათ, რადგან კილიანის გადაბირებაზე ყველა ტოპ-კლუბი ოცნებობს - განსაკუთრებით კი მადრიდის რეალი.

Le Parisien-ის ინფორმაციით, მბაპე შიშობს, რომ თუ პარიზელებთან ახალ, უფრო ხანგრძლივვადიან კონტრაქტს გააფორმებს, ეს მის სხვა კლუბში გადასვლას გაართულებს.

კილიან მბაპე პარი სენ-ჟერმენში 2017 წლიდან თამაშობს. იგი თავიდან მონაკოდან განათხოვრებული იყო, მერე კი პსჟ-მ მბაპეს კონტრაქტი გამოისყიდა - გავრცელებული ცნობების მიხედვით, 180 მილიონ ევროდ. საფრანგეთის ნაკრებში მბაპე 2017 წლიდან თამაშობს და 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დღეს პსჟ მანჩესტერ იუნაიტედს მასპინძლობს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები