Thumbnail
  • რაგბი ევროპამ საქართველოსა და რუსეთის მატჩი კიდევ ერთხელ გადადო
  • ''ბორჯღალოსნებს'' რუსეთის წინააღმდეგ ჯერ კიდევ მარტში უნდა ეთამაშათ

რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც პირველ ნოემბერს, მესხის სტადიონზე უნდა გამართულიყო, რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით გადაიდო. შეგახსენებთ, რომ ნაკრებებს ჯერ კიდევ მარტში უნდა ეთამაშათ, თუმცა შეხვედრა მაშინაც კორონავირუსის გამო არ შედგა.

"ევროპაში COVID-19 პანდემიის განახლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების შეზღუდვების შემდეგ, რაგბი ევროპამ 2020 წლის ბოლომდე დაგეგმილი ყველა მატჩის გადადება გადაწყვიტა," - ვკითხულობთ განცხდებაში.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის გაიმართება საქართველოსა და რუსეთის, ასევე რაგბი ევროპის ჩემპიონატის დანარჩენი მატჩები. ლევან მაისაშვილის გუნდი ამჟამად საფრანგეთშია. ისინი შოტლანდიისთვის მატჩისთვის ემზადებიან, რის შემდეგაც რუსეთთან უნდა ეთამაშათ. დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრები სამშობლოში აღარ დაბრუნდება და პირდაპირ შემოდგომის 8 ერისთვის გააგრძელებს მომზადებას.

კომენტარები

ბოლო ამბები