Thumbnail

TRANSFERMARKT-მა კვლავ განაახლა ფეხბურთელთა საბაზრო ფასები. ამჯერად, ცვლილებები რუსეთის პრემიერლიგას შეეხო, სადაც რამდენიმე ქართველი ლეგიონერი თამაშობს, მათ შორის კი ნაკრების ახალი ლიდერი, 19 წლის ხვიჩა კვარაცხელია.

სხვათა შორის, ვებსაიტის მთავარ გვერდზე სწორედ ხვიჩას ფოტოთი გამოქვეყნდა სტატია რუსულ ფასებზე. ხვიჩა აქამდე 4.5 მილიონი ევრო ღირდა, განახლების შემდეგ კი მისი ფასი ზუსტად 3 მილიონით გაიზარდა და €7.5 მილიონს შეადგენს.

TRANSFERMARKT-ის მთავარ გვერდზე

TRANSFERMARKT კვარაცხელიაზე

"კვარაცხელიამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, როგორც რუბინში, ასევე საქართველოს ნაკრებში, რომელთან ერთადაც ევრო 2020-ზე თამაშის შანსი აქვს. ხვიჩას რუსეთში ხშირად გვარის გარეშეც მოიხსენიებენ, მარცხენა ფლანგელმა უკვე გასულ სეზონში დაიმკვიდრა თავი, როგორც რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო დრიბლიორმა. ის კვლავ ჩინებულად თამაშობს - 11 მატჩში 2 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა". 

რაც მთავარია, ამ განახლების შემდეგ, ისტორიაში პირველად საქართველოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა. ის აქამდე მესამე იყო, მაგრამ ახლა აქამდელ ლიდერ გიორგი ჩაკვეტაზე 1.5 მილიონით უსწრებს. სხვათა შორის, ბელგიური ფასებიც ახლახან განახლდა (16 ოქტომბერს), მაგრამ გიორგის ფასი არ შეცვლილა - კვლავ 6 მილიონი ღირს. ჩაკვეტაძის მიღწევა 2018 წლის ბოლოს იყო, როცა მისი ფასი €9 მილიონს შეადგენდა. 

სხვათა შორის, რუსული ფასების განახლება საბა კვერკველიას არ შეხებია - როტორის მცველის ფასი 5 მილიონი ევროა, ის მესამე ადგილზეა, თუმცა 2019 წლის ივნისში 10 მილიონი ღირდა და მაშინ ის იყო ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი. აღსანიშნავია, რომ 10 მილიონი ქართულ რეკორდად რჩება. 

TOP 10. TRANSFERMARKT-ის მიხედვით

1. ხვიჩა კვარაცხელია - €7 500 000

2. გიორგი ჩაკვეტაძე - 6 000 000

3. საბა კვერკველია - 5 000 000

4. დავით ხოჭოლავა - 3 000 000

5. ჯიმი ტაბიძე - 2 500 000

6. ვაკო გვილია - 2 500 000

7. ზურიკო დავითაშვილი - 2 500 000

8. ოთარ კიტეიშვილი - 2 000 000

9. გია გრიგალავა - 1 800 000

10. გიორგი ქვილითაია - 1 800 000

მილიონი და მეტი აქვთ ფასი: 11. ვაკო ყაზაიშვილი - 1.5 მლნ; 12. ლევან შენგელია - 1.4; 13. გიორგი მაკარიძე - 1.2; 14. თორნიკე ოქრიაშვილი - 1; 15. ნიკა კვეკვესკირი - 1; 16. საბა ლობჟანიძე - 1; 17. ნიკა ნინუა - 1. 

კომენტარები

ბოლო ამბები