Thumbnail
  • 'ნასიონალის პრეზიდენტმა იმხელა თანხა მოითხოვა, რასაც ვერ შევწვდებოდით'
  • გიორგი არაბიძე პორტუგალიურ კლუბში დარჩა, თუმცა, ჯერ არ უთამაშია

უკრაინულ ლვოვს ქართველი გარემარბის გიორგი არაბიძის დამატება სურდა, თუმცა, გარიგება ბოლო წამს ჩაიშალა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ლვოველთა ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ ისაუბრა: 

“გიორგი არაბიძეს გუნდში არათუ ვიწვევდი, ტრანსფერი გადაწყვეტილიც მეგონა და ლვოვში გადმოსაფრენად ბილეთებიც აღებული ჰქონდა, მაგრამ მისი დამატება შეუძლებელი გამოდგა. ტრანსფერი პორტუგალიურ ნასიონალს ეკუთვნის, რომლის პრეზიდენტმაც იმხელა თანხა მოითხოვა, რასაც ლვოვი ვერ შეწვდებოდა. ერთი ის მახარებს, რომ გიორგი ახლა უგუნდოდ მაინც არ არის. ის პორტუგალიაში დაბრუნდა, გუნდთან ერთად ვარჯიშობს და საკონტროლო შეხვედრებიც ჩაატარა. იმედი მაქვს, რომ წელს მწვრთნელი შანსს მისცემს, რადგან ამდენი ხანი გუნდშია. მთავარია, სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. ახლა ჩვენი ნაკრების შეტევაში დიდი კონკურენციაა, ამდენი კარგი ფეხბურთელი დიდი ხანია, არ გვყოლია და გიორგი ფორმაში უნდა შევიდეს, უთამაშებელს არ გამოიძახებენ. მაგრამ მე მისი მომავლის მჯერა, რადგან უნიჭიერესი ბიჭია და მოედანზე დასაბრუნებლად ახლა დიდი მონდომებით ემზადება“.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის არაბიძემ კარიერა თბილისის ლოკომოტივში დაიწყო, მისი პირველი უცხოური კლუბი დონეცკის შახტარი იყო, 2018 წელს კი პორტუგალიური ნასიონალს მიაშურა. შარშან ის თურქულ ადანასპორში გაანათხოვრეს, ახლა კი, ისევ ნასიონალის ღირსებას იცავს, თუმცა, მიმდინარე სეზონში ჯერ არ უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები