Thumbnail

ბუდაპეშტის გრანდ სლემი | კიდევ ორი დანაკლისი, უნგრეთში 6 ქართველი იჭიდავებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • საერთაშორისო ძიუდო ბუდაპეშტის გრანდ სლემით განახლდება
  • ვაჟთა შორის თავიდან 14 ქართველი დარეგისტრირდა, იჭიდავებს 6 

კორონავირუსის პანდემიის გამო, დიდხნიანი პაუზის შემდეგ საერთაშორისო ძიუდო 23-25 ოქტომბერს ბუდაპეშტის "გრანდ სლემით" იწყება. ტურნირზე, რომელიც სალიცენზიო შეჯიბრებაცაა ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის, თავიდან 14 ქართველი ძიუდოისტი დარეგისტრირდა ვაჟთა შორის, მონაწილეობას კი 6 მიიღებს.

ბოლოს გუნდს ორი წევრი გამოაკლდა - ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) გადაწყვიტა, რომ გერმანულ ბუნდესლიგაში იჭიდავებს, ევროპის ჩემპიონატისთვის კი ის თბილისში მოემზადება. ევროპირველობა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში 19-21 ნოემბერს უნდა გაიმართოს. 

ავადმყოფობის გამო ნაკრებს დააკლდა ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა ბექაური. ასე რომ, ბუდაპეშტში მხოლოდ 6 წარმომადგენელი გვეყოლება.

საქართველოს ნაკრები ბუდაპეშტის გრანდ სლემზე

ბაგრატ ნინიაშვილი (66)
ლაშა შავდათუაშვილი (73)
ფრიდონ გიგანი (73)
ავთანდილ ჭრიკიშვილი (90)
გელა ზაალიშვილი (+100)
ლევან მატიაშვილი (+100)

ნაკრების ნაწილი უკვე გაემზავრა უნგრეთში, ნაწილი კი იქ გერმანიიდან ჩადის, სადაც საკლუბო ტურნირებში ასპარეზობდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები