Thumbnail

გურამ ქუთათელაძე: დროშა ჯიბეში არ მიდევს და ნურც ჩემს რწმენაში ჰყოფთ ცხვირს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გურამ ქუთათელაძემ ვრცელი პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა
  • ქართველმა მებრძოლმა კრიტიკოსებს უპასუხა

ქართველმა მებრძოლმა გურამ ქუთათძელაძემ, რომელმაც ორი დღის წინ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა გამართა და პოლონელი მატეუშ გამროტი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა, სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.

📺 ვიდეო: გურამ ქუთათელაძის ბრძოლა მატეუშ გამროტთან


ქუთათელაძემ იმ კომენტარებს უპასუხა, რომლის მიხედვით მას აკრიტიკებდნენ, რომ გამარჯვების შემდეგ ოქტაგონზე საქართველოს დროში არ ააფრიალა. გარდა ამისა, თქვა, რომ ის ღმერთის წინაშე აგებს პასუხს და არა კომენტარების ავტორების წინაშე.

გურამ ქუთათელაძე: "გამარჯობა ჩემო ქართველებო! პირველ რიგში მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადავუხადო ასეთი მხარდაჭერისთვის. ძალიან ბევრ მოლოცვებს, მესიჯებს და ზარებს ვღებულობ საქართველოდან. ბოდიშს გიხდით, რომ სამწუხაროდ ყველას ფიზიკურად ვერ ვუპასუხებ, მაგრამ თქვენი ყურადღება ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის.

რამდენადაც იცით, მე პირადად უკმაყოფილო დავრჩი ჩემი გუშინდელი გამოსვლით ოქტაგონში, და როგორც უკვე რამდენჯერმე ვთქვი ინტერვიუში - ეს არ არის ის გურამი რომელსაც მე და ყველა ჩემი თანაგუნდელი იცნობს და მით უმეტეს, ეს არ იყო ჩემი საზღვარი. მე ყოველთვის გამოვთქვამ ჩემ აზრს გულით, მიუხედავად იმისა რას ფიქრობენ ამაზე სხვები. და იმ მომენტშიც, ბრძოლის შემდეგ, ვთქვი ისე, როგორც ვგრძნობდი. ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ ქონდა რისი და რამდენ გზის ჩემპიონი იყო ჩემი მეტოქე, იყო თუ არა ის დაუმარცხებელი, მე შევდივარ ოქტაგონში ჩემი საქმის გასაკეთებლად და თვითონ ვარ ჩემითავისთვის ყველაზე მკაცრი მსაჯი.

მიუხედავად ამ ყველაფრისა ეს ბრძოლა მოვიგეთ და ჩვენს წინ ღმერთის წყალობით, უფრო მეტი გველოდება! რაც შეეხება ზოგიერთი თქვენგანის კომენტარებს იმის თაობაზე, რატომ არ ავაფრიალე ქართული დროშა. ყველამ კარგად იცის რომ რამდენიმე თვე მე არ მიცხოვრია სახლში და თან ჩემი ბრძოლის წინ ვიყავი ამერიკაში და დაბრუნების შემდეგ ისევ სახლში ჩაუსვლელად მივიღე ერთი კვირის short-noticeზე ეს ბრძოლა. მე ჩემი საქართველოს და შვედეთის დროშა, როგორც ხვდებით ჯიბით არ დამაქვს და ფიზიკურად ვერ მოვასწრებდი არც მის წამოღებას და არც გამოგზავნას, მაგრამ არც მგონია ეს ისეთი საგანგაშო ამბავი იყოს, იმიტომ, რომ ისედაც ოფიციალურად პრომოუშენში წარმოვადგენ საქართველოს და ასევე ჩემი სახელით და გვარითაც წარმოვადგენ მას. რა თქმა უნდა, არ არის ზედმეტი კიდევ ერთი ქართული დროშა ივენთზე მაგრამ მე 24 საათი და 7 დღე კვირაში ვარ ქართველი და ოქტაგონში თუ მის გარეთ წარმოვადგენ ჩემს ქვეყანას და ვამაყობ ამით.

და იგივე, რაც შეეხება თქვენს კითხვებს რელიგიაზე, რატომ არ მეკეთა ჯვარი და ასე შემდეგ. რამოდენიმეჯერ ვნახე კომენტარებში რომ “ურწმუნო”-ს მეძახიან და ეს, სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან შეურაცხმყოფელია ჩემთვის და ალბათ, ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ღმერთის სწამს. როდესაც ასეთ კომენტარებს ვკითხულობ ისეთი გრძნობა მაქვს რომ ადამიანი ცდილობს ჩემს ლოცვაში ცხვირის ჩაყოფას. ჩემს რწმენაში ეჭვი ნუ შეგეპარებათ. მე ღმერთის წინ ვაგებ პასუხს და არა კომენტარების ავტორების წინაშე და არავის დასანახად არ ვცდილობ გამოვჩნდე რელიგიური, ეს ჩემი ცხოვრების ძალიან პირადი და მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომ ეს იქნება ჩემი ერთად-ერთი რეაქცია ამ საკითხის თაობაზე და იმედი მაქვს, არ დავუბრუნდებით ამაზე ლაპარაკს. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ყველა მხარდაჭერს. შევეცდები ყოველთვის გაგახაროთ!"

კომენტარები

ბოლო ამბები