Thumbnail
  • 📅 20 ოქტომბერი | ⌚ 23:00 | ⚽ პსჟ V იუნაიტედი | 📺 SILK UNIVERSAL
  • ჩემპიონთა ლიგის პირველი დღის მთავარი თამაში პარიზშია
  • პსჟ კარგ ფორმაშია, მანჩესტერი არასტაბილურად თამაშობს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ჩემპონთა ლიგა იწყება. ახალი, 2020/21 წლების სეზონი კორონავირუსის გამო დაგვიანებით იწყება და ამიტომაც, ჯგუფური ეტაპი უჩვეულოდ მჭიდრო გრაფიკში ჩატარდება. პირველი სათამაშო დღის ცენტრალური თამაში კი პარიზში გაიმართება, სადაც გასული სეზონის ფინალისტი პარი სენ-ჟერმენი მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლებს.

პარი სენ-ჟერმენმა მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო და ლიგა 1-ის სასტარტო ორივე მატჩი უგოლოდ წააგო. თუმცა, თომას ტუხელის გუნდმა კრიზისს თავი დააღწია და ბოლო 5 დაპირისპირდება მოიგო. მათ შორის, ბოლო ორ თამაშში, ანჟერსა და ნიმს ჯამში 10 გოლი გაუტანა. მანჩესტერ იუნაიტედისთვის კი სეზონი კარგად არ დაწყებულა. ინგლისის ლიგის თასზე ლუტონსა და ბრაიტონთან გამარჯვებებს თუ არ ჩავთვლით, გუნდს პრემიერლიგაში ძალიან უჭირს, რადგან ორივე საშინაო თამაში წააგო, მათ შორის ტოტენჰემთან 1:6. თუმცა, სტუმრად ასევე ორივე მატჩი მოიგო.

მანჩესტერმა ცოტა ხნის წინ პარი სენ-ჟერმენის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ედინსონ კავანი დაიმატა. თუმცა, ურუგვაელი არ ითამაშებს - სულშერმა თქვა, რომ მისთვის მოედანზე გასვლა ჯერ ადრეა. კავანის გარდა, იუნაიტედს ჰარი მაგუაირიც დააკლდება, ასევე მეისონ გრინვუდი, ერიკ ბეილი და ჯესი ლინგარდიც ვერ ითამაშებენ.

მანჩესტერს 2019 წელს პარიზში მნიშვნელოვანი გამარჯვება აქვს მოპოვებული

გაცილებით სერიოზული დანაკლისით ხვდება თამაშს თომას ტუხელის გუნდი, რომელსაც ბოლო მომენტში მარკო ვერატიც გამოაკლდა. მის გარდა, ლეანდრო პარედესი, ტიმო კერერი და ხუან ბერნატიც დაშავებულები არიან.

გასული სეზონი პსჟ-სთვის წარმატებული გამოდგა და გუნდს ძალიან ცოტა დააკლდა ტრიუმფამდე. პარიზელები ისტორიაში პირველად გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც მიუნხენის ბაიერთან ბრძოლაში დამარცხდნენ (0:1).

პსჟ და მანჩესტერი ერთმანეთს ისტორიაში მესამედ ხვდებიან. აქამდე სრული თანაფარდობაა - თითო მოგება/წაგება და 3:3-ზე ბურთების ბალანსი. თუმცა, ეს პლეი ოფის დაპირისპირება იყო და სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით, გამარჯვება ინგლისური გუნდს დარჩა. ამგვარად, პარი სენ-ჟერმენს მანჩესტერთან რევანში აქვს ასაღები.

საინტერესო ფაქტები

⚽ პსჟ და მანჩესტერი აქამდე ერთადერთხელ 2018/19 წლების სეზონში შეხვდნენ. 1/8-ფინალში წითელმა ეშმაკებმა შინ 0:2 წააგეს, მაგრამ სტუმრად 3:1 მოიგეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

⚽ პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის 53 საშინაო მატჩიდან მხოლოდ 7 აქვს წაგებული და არცერთ გუნდს "პარკ დე პრენსზე" ორჯერ არ მოუგია. პარიზელებმა მანჩესტერთან შინ მარცხის შემდეგ ოთხივე სახლის თამაში მოიგეს.

⚽ 2005/06 წლების სეზონის შემდეგ მანჩესტერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ფრანგულ გუნდთან არ უთამაშია. მაშინ ინგლისურმა გუნდმა ლილთან ვერცერთი თამაში მოიგო (1 ფრე, 1 წაგება).

⚽ წითელ ეშმაკებს საფრანგეთში ჯგუფურ ეტაპზე 6 მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვთ მოგებული ბორდოსთან 2000 წლის მარტში (2:1) - 3 ფრე, 2 წაგება.

⚽ პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო 24 საშინაო მატჩი არ წაუგია (19 მოგება, 5 ფრე). ბოლოს პარიზელები შინ 2004 წლის დეკემბერში, მოსკოვის ცსკა-სთან დამარცხდნენ (1:3).

⚽ მანჩესტერმა ჩემპიონთა ლიგის 22 სეზონში პირველი ტურის მატჩი მხოლოდ ორჯერ წააგო (13 მოგება, 7 ფრე).

⚽ იმ ორ მარცხს რაც შეეხება, იუვენტუსთან 1996/97 წლების სეზონში და პსვ-სთან 2015/16 წლების სეზონში. სულშერს ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი სწორედ იუვენტუსთან წაგებულ მატჩში ჰქონდა.

⚽ მანჩესტერს ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 5 მატჩიდან 4 წაგებული აქვს და მხოლოდ ერთი მოიგო (პსჟ-სთან). წითელ ეშმაკებს ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 3 წაგება სულ ერთხელ აქვთ განცდილი (2004 წლის დეკემბრიდან 2005 წლის მარტამდე).

⚽ კილიან მბაპეს ჩემპიონთა ლიგაზე 19 გოლი აქვს გატანილი და აქედან 4 ინგლისურ გუნდებთან.

⚽ თუ მბაპე გატანას მოახერხებს, ყველაზე ახალგაზრდა გახდება, ვინც 20 გოლს მიაღწევს (21 წლის და 305 დღის). შედეგად, ლიონელ მესის რეკორდს დაამხობს (22 წლის და 267 დღის).

⚽ მანჩესტერის ახალწვეულ ედინსონ კავანის პსჟ-ს რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი (30). კავანიმ ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო მატჩში ნაპოლისა და პსჟ-ს მაისურით გაიტანა.

⚽ ანხელ დი მარიამ გასულ სეზონში 6 საგოლე პასი მიითვალა, რაც ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო შედეგი იყო. არგენტინელს მანამდე 30 მატჩში მხოლოდ 7 საგოლე პასი ჰქონდა.

⚽ გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე უფრო მეტი დრიბლინგი მხოლოდ მესის (45) ჰქონდა, ვიდრე ნეიმარს (36). ბრაზილიელმა ბურთით ყველაზე დიდი მანძილი დაფარა (1279 მ).

⚽ მანჩესტერს ბოლო ხუთი მატჩიდან 4 მოგებული აქვს. ამ შეხვედრებში ხუთჯერვე 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 3-ჯერ ორივემ გაიტანა.

⚽ პსჟ-მ უკანასკნელი 5 მატჩი მოიგო მას შემდეგ, რაც სეზონი ზედიზედ 2 წაგებით დაიწყო. პარიზელთა ბოლო 5 თამაშში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

პარი სენ-ჟერმენი (4-3-3): ნავასი - ფლორენცი, მარკინიოსი, კიმპემბე, ბაკერი - გეიე, ერერა, დრაქსლერი - დი მარია, მბაპე, ნეიმარი
ტრავმა: ბერნატი, კერერი, ვერატი, პარედესი

მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ვან-ბისაკა, ლინდელოფი, მაგუაირი, ტელეში - მაკტომინეი, პოგბა - მატა, ბრუნო ფერნანდეში, რაშფორდი - მარსიალი
ტრავმა: გრინვუდი.

კომენტარები

ბოლო ამბები