Thumbnail
  • ლივერპული დღეს გარდაცვლილებს იხსენებს
  • 1989 წლის 15 აპრილს, შეფილდში გუნდის 96 გულშემატკივარი დაიღუპა

29 წლის წინ, ასოციაციის თასის ნახევარფინალური შეხვედრის დაწყებამდე, სადაც ნეიტრალურ ტერიტორიაზე - ჰილსბროს სტადიონზე, შეფილდში, ერთმანეთს ლივერპული და ნოტინგემ ფორესტი ეთამაშებოდა, ადგილობრივი სამართალდამცავების და მოედნის სტიუარდების დაუდევრობას საშინელი ტრაგედია მოჰყვა, რომელსაც 96 ლივერპულის გულშემატკივარი ემსხვერპლა.

ხელისუფლებამ ყველაფერი ფანების სიმთვრალეს და საშინელი ქცევის მანერას დააბარალა - ბრიტანული ტაბლოიდი "სანიც" მთავრობას მიემხრო, რის გამოც 15 აპრილს ლივერპულში სანს არავინ ყიდულობს.

📄 მოკლე აღწერა: შეხვედრას შეფილდში 54,000 ათასი გულშემატკივარი ესწრებოდა. პოლიციამ და მოედნის სტიუარდებმა 14:52-ზე, მოედნის კარიბჭეები იმ სექტორებში გახსნეს, რომლებიც უკვე გადავსებული იყო, შედეგად კართან მისულ ათასობით გულშემატკივარსა და უკვე იქ მყოფებს შორის, საშინელი ჭყლეტვა მოხდა - 94 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 2 საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

გარდაცვლილთა ოჯახები დიდი ხანი ითოხვდნენ სიმართლის დადგენას და 2016 წელს სასამართლოს ვერდიქტით, მთავარ დამნაშავეებად მატჩის ორგანიზებაში ჩართული მხარეები ცნეს.

ტრაგედიის შემდეგ ლორდ ტეილორმა მოხსენება მოამზადა, "ტეილორის რეპორტის" შემდეგ, ბრიტანეთში ფეხზე სადგომი ტრიბუნები აიკრძალა და ათეულობით მოედანს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.

ჰილსბროს ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა

ჰილსბროს ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა

ჰილსბროს ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა

ჰილსბროს ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა

ჰილსბროს ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა

ჰილსბროს ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა

ჰილსბროს ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა

ჰილსბროს ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა

ჰილსბროს ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა

ჰილსბროს ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა

კომენტარები

ბოლო ამბები