Thumbnail

დანა უაითმა ხაბიბ ნურმაგომედოვის და ჯასტინ გეიჯის ბრძოლის პრევიუ გამოაქვეყნა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

MMA-ს სამყარო 25 ოქტომბერს მოუთმენლად ელოდება. UFC 254-ზე მსუბუქი წონის ჩემპიონი და MMA-ს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი ხაბიბ ნურმაგომედოვი ამერიკელ მებრძოლ ჯასტინ გეიჯის უნდა დაუპირისპირდეს.

UFC-ს შეფმა დანა უაითმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ამ ბრძოლის პრევიუა. “BOOOOM!!!! თუ ეს არ დაგაინტერესებთ, მაშინ საერთოდ არაფერი დაგაინტერსებთ!” - მიაწერა ვიდეოს უაითმა.

შეგახსენებთ, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლა UFC 254-ის მთავარი ამბავი იქნება. დაპირისპირება 24 ოქტომბერს არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიშია დაგეგმილი. 32 წლის რუს მებრძოლს პროფესიულ კარიერაში 28-ვე შეხვედრა მოგებული აქვს, ამერიკელს კი 22 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები