Thumbnail
  • 24 ოქტომბერს ჯასტინ გეიჯი ხაბიბ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდება
  • ამერიკელი მებრძოლი მეტოქის ფანებს პირობას აძლევს, რომ აატირებს  

შერეული ორთაბრძოლების ამერიკელმა მებრძოლმა ჯასტინ გეიჯიმ UFC-ის დაღესტნელ ჩემპიონ ხაბიბ ნურმაგომედოვთან მოახლოებული ბრძოლის წინ, მეტოქის გულშემატკივრებზე ისაუბრა. 31 წლის გეიჯის თქმით, რუსი სპორტსმენის ფანებს ტირილი მოუწევთ.

"ვიცნობ თუ არა რუს მებრძოლებსა და სპორტსმენებს? რამდენიმეს ვიცნობ. მაგრამ მათ ფანებზე ერთი ძალიან მაგარი რაღაც ვიცი: ისინი ყველაზე სერიოზული ბიჭები არიან დედამიწაზე, მაგრამ მათი ატირება ძალიან იოლია. და როდესა ხაბიბს დავაგდებ, ათასობით მისი თაყვანისმცემელი იტირებს.

შემიძლია პირობა მივცე ჩემს გულშემატკივრებს, რომ 24 ოქტომბერს დაგეგმილი ბრძოლის ნაწილი ის ნამდვილი საშიშროება იქნება, რომელიც ხაბიბს 25 წუთის განმავლობაში ჩემგან ექნება", - ამბობს აბსოლუტურ წონაში UFC-ს დროებითი მსოფლიოს ჩემპიონი გეიჯი.

შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის შერკინება 24 ოქტომბერს არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიშია დაგეგმილი და UFC 254-ის ეგიდით შედგება. 32 წლის რუს მებრძოლს პროფესიულ კარიერაში 28-ვე შეხვედრა მოგებული აქვს, ამერიკელს კი 22 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები