Thumbnail

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: უკეთესი ფეხბურთელი ვარ, ვიდრე 10 წლის წინ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

მილანის თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საკუთარ სათამაშო ფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა უკეთესი ფეხბურთელია, ვიდრე 10 წლის წინ. ამასთანავე, შვედის აზრით, 10 წლის წინანდელი ფიზიკური მომზადება რომ ჰქონდეს, შეუჩერებელი იქნებოდა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: "ჩემი დონე ვიცი. ტრავმის შემდეგ შეერთებულ შტატებში წავედი, რომ თავი ისევ კარგად მეგრძნო. ჟოზე მოურინიოს ვუთხარი, რომ მზად არ ვიყავი და არ მინდოდა იმედგაცრუება, ამიტომ ამერიკაში გადავბარგდი. გალაქსიში თამაშის შემდეგ კი, მინო რაიოლამ მითხრა ევროპაში დავბრუნებულიყავი და თქვა, რომ მილანს ვჭირდებოდი. ახლა უკეთესი ფეხბურთელი ვარ, ვიდრე 10 წლის წინ და მაშინდელი ფიზიკური კონდიციები რომ მქონდეს, ჩემს გაჩერებას ვერავინ შეძლებდა, თუმცა, ახლაც ვერავინ მაჩერებს".

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 3 მატჩი აქვს ჩატარებული და 5 გოლი გაიტანა, მათ შორის 4 სერია A-ში, სადაც 2-ჯერ ითამაშა და ორჯერვე დუბლი შეასრულა. 39 წლის ფეხბურთელმა ინტერთან (2:1) დუბლი მიითვალა და მორიგი რეკორდი დაამყარა - ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე გახდა, ვინც "მადონინაში" გოლი გაიტანა.

📺 ინტერი 1:2 მილანი

კომენტარები

ბოლო ამბები