Thumbnail

დაბრუნება 35 დღის შემდეგ - ხარაიშვილმა ტრავმა მეორედ მოირჩინა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ქართველმა ფეხბურთელმა დაბრუნებისთანავე 90 წუთი ითამაშა
  • გიოტებორგს ცუდი სეზონი აქვს და გასავარდნ ზონასთანაა

შვედეთის ოლსვენსკანის 24-ე ტურში გიოტებორგი აიკ-ს ესტუმრა და 0:2 წააგო. ამ შეხვედრაში გიორგი ხარაიშვილმა ითამაშა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 90 წუთიც გაატარა. ქართველი ნახევარმცველი ჯერჯერობით იდეალურ ფორმაში არ არის და საკუთარ გუნდს, რომელიც აუტსაიდერთა შორისაა, ქულების მოპოვებაში ვერ დაეხმარა.

აღსანიშნავია, რომ 24 წლის შემტევი ტრავმირებული გახლდათ და 35-დღიანი პაუზის შემდეგ ითამაშა. გიორგის მიმდინარე სეზონში დაზიანებები ხშირად აწუხებს: ივლისში მიიღო პირველი ტრავმა და თითქმის 2 თვე გამოტოვა, შემდეგ კი დაბრუნებიდან მე-2 თამაშში ისევ დაშავდა. ხარაიშვილს ნოემბრის სანაკრებო მატჩებამდე ფორმაში შესასვლელად საკმარისი დრო აქვს და შესაძლოა, ვლადიმირ ვაისისთვის ჩრდ. მაკედონიასთან უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, ის დამატებითი არჩევანი გამოდგეს.

გიორგი ხარაიშვილს მიმდინარე სეზონში 16 მატჩი აქვს ჩატარებული და 4 გოლი გაიტანა, ხოლო გიოტებორგი 24 ქულით მე-13 ადგილზეა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.

კომენტარები

ბოლო ამბები