Thumbnail

'მილანელებს არასდროს ჰყოლიათ მეფე, მათ ღმერთი ჰყავთ' - ზლატანმა ლუკაკუს უპასუხა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

იტალიური მილანის ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი იტალიის სერია A-ში ინტერთან დერბიში გამარჯვებას საინტერესო სტატუსით გამოეხმაურა.

“მილანელებს არასდროს ჰყოლიათ მეფე, მათ ღმერთი ჰყავთ”, - დაწერა იბრამ ინსტაგრამის გვერდზე და სავარაუდოა, რომ მან ამით პასუხი გასცა ინტერის ფორვარდ რომელუ ლუკაკუს.

View this post on Instagram

Milano never had a king, they have a GOD

A post shared by Zlatan Ibrahimović (@iamzlatanibrahimovic) on

10 თებერვალს მილანმა და ინტერმა იტალიის გასული ჩემპიონატის 23-ე ტურის ეგიდით ითამაშეს და მაშინ ლუკაკუს გუნდმა, რომელიც პირველი ტაიმის მერე 0:2 მარცხდებოდა, 4:2 მოიგო. ზლატანს ბელგიელი ლეგიონერის მაშინდელი ტვიტი – “ქალაქში ახალი მეფე გამოჩნდა” – მწარედ დაამახსოვრდა.

შეგახსენებთ, რომ შაბათს გამართული დერბი უკვე მილანმა მოიგო (2:1), იბრაჰიმოვიჩმა კი დუბლის შესრულება მოახერხა. 39 წლის შვედ ვარსკვლავს სერია A-ს გასულ ოთხ ტურში უკვე 4 გოლი აქვს გატანილი.

📺 ინტერი 1:2 მილანი

კომენტარები

ბოლო ამბები