Thumbnail

ვან დეიკს ოპერაცია ელის - ლივერპულმა ინფორმაცია დაადასტურა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ვირჯილ ვან დეიკს 7-8 თვის გამოტოვება ემუქრება
  • ნიდერლანდელმა ტრავმა ლივერპულურ დერბიში მიიღო

ლივერპულის მცველ ვირჯილ ვან დეიკს მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდება. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალური განცხადებით დაადასტურა. ნიდერლანდელმა ცენტრალურმა მცველმა ევერტონთან დერბიში ჯორდან პიკფორდთან შეჯახებისას სერიოზული ტრავმა მიიღო.

ვან დეიკმა წინა ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და ამიტომაც, მოედანზე გასვლას საკმაო ხანს ვერ შეძლებს. ამ დროისთვის, ვირჯილის მოედანზე დაბრუნების კონკრეტული ვადები უცნობია, თუმცა, გუშინ BeIN Sports წერდა, რომ ის 7-8 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებდა, რაც ნიშნავს, რომ ვირჯილისთვის სეზონი პრაქტიკულად დასრულებულია.

ოპერაციის გაკეთების შემდეგ ვან დეიკი კლუბის სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობით სარეაბილიტაციო პროგრამის გავლას დაიწყეს, რათა მაქსიმალურ სწრაფად დაბრუნება მოახერხოს.

მიმდინარე სეზონში 29 წლის ფეხბურთელმა 8 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში კი ვირჯილმა 50 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მის აქტივში 5 გოლი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები