Thumbnail
  • 19 წლის თავდამსხმელმა ამჯერად დუბლი შეასრულა
  • ის სერენში ფრანგული მეციდანაა განათხოვრებული

ბელგიური სერენის 19 წლის თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძე სუპერშედეგიან თამაშს განაგრძობს. საფრანგეთის მოქალაქეობის მქონე ფორვარდმა ბელგიის რანგით მე-2 პროქსიმუს ლიგაში მე-7 მატჩი ჩაატარა და უკვე 14 (!) გოლი აქვს გატანილი.

მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში პოკერი და 2 ჰეთ-თრიკი ჰქონდა, დღეს კი დუბლის შესრულებაც მოახერხა. ქართული წარმომავლობის მქონე თავდამსხმელმა მოლენბეკთან შეუცვლელად ითამაშა და 2 გოლი პირველივე ტაიმში გაიტანა, მისმა გუნდმა კი 4:3 მოიგო.

19 წლის ჟორჟ მიქაუტაძე საოცარ სეზონს ატარებს

შედეგად, სერენმა 15 ქულა მოაგროვა და დივიზიონს ერთპიროვნულად ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 25 ოქტომბერს, შინ, ლომელთან ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე ფრანგული მეცის წევრია და ბელგიურ კლუბში განათხოვრებით თამაშობს. მან უკვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყურადღებაც მიიპყრო და როგორც ათიოდ დღის წინ ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ნაკრებში თამაშთან დაკავშირებით, მასთან კონტაქტი უკვე შედგა.

📺 მიქაუტაძის დუბლი მოლენბეკთან

კომენტარები

ბოლო ამბები