Thumbnail

კოვიდ-ინფიცირებულთან კონტაქტის გამო – ლოკომოტივი V დინამო თბილისი გადაიდო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

თბილისის ლოკომოტივისა და დინამო თბილისის დაპირისპირება, რომელიც ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურის ეგიდით მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე უნდა გამართულიყო, დღეს აღარ ჩატარდება.

კოვიდ-ინფიცირებულთან მატჩის მონაწილე ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენლების შესაძლო კონტაქტის გამო, შესაბამისი სტრუქტურების რეკომენდაციების გათვალისწინებითა და ვირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნული მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

დღევანდელი გადაწყვეტილების თანახმად, თბილისური კლუბების დაპირისპირება 8 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მუდმივ კონტაქტშია შესაბამის სტრუქტურებთან და ეროვნული ჩემპიონატის დანარჩენი მატჩები ჩვეულ რეჟიმში, ყველა არსებული რეგულაციის დაცვით გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები